ხუთი ექვსი ძირი სალათა დაარჩიეთ , დაჭერით და გარეცხეთ. ხუთ-ხუთი ძირი ქინძი და ცერეცო დაკეპეთ წმინდათ, აურიეთ გარეცხილ სალათაში, დააყარეთ ერთი კოვზი მარილი. დაასხით ორი კოვზი პროვანსის ზეთი , ნახევარი ჭიქა ცხარე ძმარი და მიირთვით.
ინგრედიენტები :
სალათა - 5 ან 6 ძირი
ქინძი - 5 ძირი
ცერეცო - 5 ძირი
ზეთი - 2 კოვზი
ძმარი - ნახევარი ჭიქა
მარილი - 1 კოვზი.
რეცეპტი ამოღებულია წიგნიდან , , სამაგალითო სამზარეულო " , რომელიც 1915 წელს გამოიცა ქუთაისში. კრებული შედგენილია მეოჯახე ქალთა ჯგუფის მიერ.
შენიშვნა - შესაძლებელია ფოტო ზუსტად არ შეესაბამებოდეს აღნიშნულ რეცეპტს, თუმცა ვფიქრობთ, ყველაზე ახლოს ამ რეცეპტთან ეს ფოტოა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#იმერულისამზარეულო
#იმერეთი
#სალათა
#სალათაიმერულად
#kutaisidaily