ნაცისტური პროპაგანდა - იოზეფ გებელსი

0
იმის შემდეგ, რაც ნაცისტებმა გერმანიაში ერთპარტიული სისტემა დაამყარეს, დაიწყო მასობრივი პროპაგანდის კამპანია, რათა მოეპოვებინათ სანდოობა და დაემორჩილებინათ ხალხი. ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის სამინისტროს იოზიფ გებელსი ხელმძღვანელობდა, მან გერმანიაში არსებული ყველა საინფორმაციო საშუალება კონტროლის ქვეშ მოაქცია - გაზეთები, ჟურნალები, წიგნები, ასევე საზოგადოებრივი მანიფესტაციები, შეკრებები, მხატვრობა, მუსიკა, კინო და რადიო. ნებისმიერ ანტინაცისტურ მესიჯს ცენზურა აქრობდა და ანადგურებდა. 1933 წლის გაზაფხულს, სტუდენტურმა ორგანიზაციებმა, პროფესურამ და ბიბლიოთეკის შემადგენლობამ ჩამოწერეს იმ წიგნების სია, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიისათვის. 1933 წლის 10 მაისს, ღამით, ნაცისტებმა ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში რეიდები ჩაატარეს. ისინი ღიღინებდნენ მელოდიებს და თან წიგნებს წვავდნენ. იმ ღამეს, დაახლოებით 25, 000 წიგნი დაიწვა. მათ შორის იყო ებრაელი მეცნიერების შრომები, მათ შორის, ალბერტ აინშტაინისა და ზიგმუნდ ფროიდის, ხოლო არაებრაული წარმოშობის ავტორებიდან იყვნენ ჯეკ ლონდონი, ერნესტ ჰემინგუეი, ისინი თვლიდნენ, რომ მათ იდეოლოგიას ეს ავტორები აზიანებდნენ.

მნიშვნელოვანი თარიღები, 1930 წლის 5 დეკემბერი. იოზიფ გებელსმა კინოპრემიერა ჩაშალა.

ბერლინში გებელსი ჰიტლერის მარჯვენახელად ითვლებოდა. მათ შტურმით ჩაშალეს ფილმის "დასავლეთის ფრონტი ცვლილებების გარეშე" კინოჩვენება, რომელიც ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაიღეს. ნაცისტებმა დარბაზში ცრემლსადენი ბომბები და დასაცემინებელი ფხვნილი გაუშვეს, ხოლო მაყურებელი, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა, სასტიკად ცემეს. საბოლოო ჯამში, როდესაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ საბოლოოდ აკრძალეს ფილმი, ხოლო ერიხ მარია რემარკს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რის შემდეგაც იგი ქვეყნიდან გაიქცა.

1933 წლის 10 მაისი, წიგნების დაწვის დროს იოზიფ გებელსის მიერ წარმოთქმული სიტყვა.

ამ დროს მინისტრის გამოსვლას 40, 000 ადამიანი უსმენდა. გებელსი აკრიტიკებს ნაწარმოებებს, რომლებიც დაწერილია ებრაელების, ლიბერალების, მემარცხენეების, პაციფისტების, უცხოელებისა და სხვების მიერ. ის მათ "ანტიგერმანულს" უწოდებს.

ჰოლოკოსტა

ტერმინს ორი მნიშვნელობა აქვს, ერთის მიხედვით, იგი გულისხმობს ებრაელების გენოციდს, ხოლო მეორეს მიხედვით, "არაარიული" წარმოშობის ნებისმიერი რასის განადგურებას. გებელსი განსაკუთრებულად დიდ ზიზღს ავლდენდა ებრაელების მიმართ, იგი ჰიტლერთან ყოველი შეხვედრის დროს განსაკუთრებული ზიზღით განიხილავდა თუ როგორი სისასტიკით უნდა გაენადგურებინათ თითოეული ებრალი. ვარაუდობენ, რომ ამ განწყობას ორი საწყისი აქვს, ერთის მიხედვით, მას ბავშვობიდან სძულდა ებრაელები, ხოლო მეორეს მიხედვით, იგი ყოველთვის ცდილობდა მოსაწონი ყოფილიყო ჰიტლერისთივს. ნაცისტები ასევე ვერ იტანდნენ ე.წ "არასრულყოფილ" ადამიანებს, ანუ მოხუცებსა და ინვალიდებს.

პირადი ცხოვრება

იმის მიუხედავად, რომ არიელთა რასის წარმომადგენლები მაღლები და "ლამაზები" უნდა ყოფილიყვნენ, გებელსი ასეთი არ იყო, ეს იყო კოჭლი ადამიანი, სიმაღლეში დაახლოებთ 165-სმ ჩავარდნილი თვალებითა და დიდი ცხვირით. იგი ყველანაირად ცდილობდა აემაღლებინა თვითშეფასება, რაც მის სექსუალურ აქტივობაში ვლინდებოდა. 1931 წლის 19 დეკემბერს გებელსი თავის რჩეულ მაგდაზე დაქორწინდა. წყვილს 6 შვილი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ჰიტლერს განსაკუთრებულად უყვარდა მაგდალენა და იგი მას საკუთარ უახლოეს მეგობრად თვლიდა. გებელსს ოჯახის გარეთ უამრავი რომანი ჰქონდა, გერმანელი პოლიტიკოსი ხშირად იმყოფებოდა ახალგაზრდა გოგოების გარემოცვაში და ასევე მონაწილეობდა ორგიებში. გადმოცემის თანახმად, ნაცისტი გატაცებული იყო ჩეხი მსახიობი ლიდა ბააროვით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ნაცისტურ იდეოლოგიას.

გარდაცვალება

1945 წლის 18 აპრილს გებელსმა ყველა პირადი ჩანაწერი დაწვა. ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ რაიხკანცლერი გებელსი უნდა გამხდარიყო, თუმცა საბჭოთა კავშირი პოზიციებს არ თმობდა და შედეგად გებელსმა გაქცევა არჩია. ჰიტლერის გარდაცვალების შემდეგ გებელსების ოჯახი გადადის ბუნკერში. 1945 წლის გაზაფხულს, მაგდალენა 6-ვე ბავშვს უკეთებს მორფინის ნემსს, აძლევს ციანიდის ტაბლეტს, ხოლო შემდეგ თვითონაც თავს იკლავს. მოგვიანებით, როდესაც მაძებრებმა ბუნკერს მიაგნეს, აღმოაჩინეს 7 გამურული და გაშავებული გვამი.
0