საქართველო - სომხეთის საზღვრები, ივ.ჯავახიშვილის ლექციის ჩანაწერებიდან

0
თბილისში პროფესორმა ჯავახიშვილმა ლექცია წაიკითხა, რომლის შინაარსი ასეთია. ჩვენში ერთი ილუზიაა, ძალიან გავრცელებული, დაიწყო პატივცემულმა პროფესორმა, ამბობენ, რომ სომეხ-ქართველთა შორის თავის დღეში არ დაღვრილა სისხლი, თავის დღეში არ ჰქონიათ ომი და სხვა. მაგრამ ისტორიას უფრო კარგი მეხსიერება აქვს, ვიდრე ჩვენ. ისტორიამ იცის, რომ ქართველ სომხებს სულ ცოტა სამჯერ მაინც ჰქონიათ ბრძოლა სწორედ იმ ადგილებისთვის, რისთვისაც დღეს არის ომი. ყოველთვის საქართველოს და სომხეთის აღორძინება, მოღონიერება რომ დაწყებულა - მაშინვე დაწყებულა დავა ამ ადგილებისათვის. სომხები ყოველთვის მოიწევდნენ ჩრდილოეთისაკენ. როდესაც სომხეთი მარცხდებოდა, მისი მცხოვრებნი შემოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და უმთავრესად რასაჯვურველია, სახელდებოდნენ სახლემწიფოში, რომელსაც ემორჩილებოდნენ და რომლის სტუმართმოყვარეობით სარგებლობდნენ. დაახლოებით მეათე საუკუნის დამლევიდან ეს კუთხეები საბოლოოდ საქართველოს მიეკუთვნა. მხოლოდ ერთ მომენტი იყო, როცა სომხეთს ეჭირა იგი და მას შემდეგ არც ერთხელ არ მოშორებია საქართველოს. იგი იყო მოწინავე პოზიცია, რომელსაც მტერი ეკვეთებოდა ხოლმე და ამიტომ ჩვენი წინაპარნი ძალიან დიდ მნიშვნელობას აწერდნენ მას. ბორჩალოს ახლანდელი მაზრა იწოდებოდა "მოწინავე დროშად", რადგან შემოსულ მტერს პირველად იგი უნდა დახვედროდა. ხოლო ჯავახეთი იწოდებოდა "წინმბრძოლთა დროშად". ლორის ციხე ითვლებოდა საქართველოს სამხედრო მნისტრის, ამირსპასალარის ბინად. სტრატეგიული მნიშვნელობა ლორისა და ჯავახეთისა კარგად ესმოდათ რუსებს და დიდ ყურადღება აქცევდნენ. სომხები ამტკიცებენ, რომ ჯავახეთი და ბორჩალო უდავო მათი კუთვნილებაა. ეს არ არის მართალი როგორც წარსულის გახსენებით დაინახავდით. პირიქით, მაშინაც კი, როცა სომხეთი იყო - ეს ტერიტორია არასდროს არ ყოფილა უდავო. ხოლო როდესაც დაახლოებით მე-11 საუკუნეში სომხეთი მოისპო ეს ადგილები სადავო აღარასდროს ყოფილა - იგი საქართველოს ეკუთვნოდა და თუ მტერი იპყრობდა, იპყრობდა როგორც ჩვენს ტერიტორიას. გეოგრაფიულადაც ეს მხარეები საქართველოს ეკვრის. ყველა გზები ჩვენსკენ მოდის და მდინარეებიც აქეთ მოისწრაფვიან და მტკვარს ერთვიან. ვაჭრობაც ყოველთვის აქეთკენ ვითარდებოდა, საქართველოსთან და მაშინაც კი, როდესაც იგი მტრისაგან დაპყრობილი იყო აღებ მიცემობა ყოველთვის საქართველოსთან სწარმოებდა. სომხებს კიდევ მოჰყავთ სხვა საბუთები სხვათა შორის, გეოლოგიური საბუთებიც. პირველად მესმის, რომ გეოლოგიას პოლიტიკური საკთხის გადასაწყვეტად იხმარიებენ. მაგრამ გეოლოგია რომ საბუთად მივიჩნიოთ ვაი თუ სომხებმა ძალიან ბევრი ადგილი დაჰკარგონ ისეთი, რაზედაც ისინი ყოველთვის პრეტენზიებს აცხადებდნენ. რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პრინციპს ესეც აქ გამოუსადეგარია. სომხები ჩამოსახლდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, იმ ადგილებში, რომელიც ქართველმა მაჰმადიანებმა დასტოვეს, ან სადაც ხალხი მტრისგან განადგურდა. ისინი შემოვიდნენ საქართველოში და არა რომელსამე კერძო ადგლზე. სომხების პრინციპი რომ მივიღოთ, ეს იმას ჰნიშნავს, რომ ბელგიელებმა, რომელნიც ამ ომის გამო საფრანგეთში გადასახლდნენ, გამოაცხადონ საფრანგეთი ჩვენიანო. ჩვენთვის კი ამ მხარეს უდიდესი ეკონომიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მეცხვარეები აქ აძოვებენ ცხვარს და ამ ადგილების გაწივა იქნება გაწირვა ჩვენი მეურნეობის ერთ მნიშვნელოვან დარგისა. ჯავახეთი და ბორჩალო, სთქვა დასასრულ პატივცემულმა ლექტორმა კარია საქართველოსი და მისი დაკარგვა სახელმწიფოს კარების გაღებას უდრის. "მეწინავე დროშის" და "წინ მებრძოლთა დროშის" კუთხეებს საქართველო დაიცავს, თუ მას დამოუკიდებელი არსებობა სურს და იმედია, ქართველი ერი ხიშტების ჯაგრად შემოერტყმება სამშობლოს მიწა-წყალს, როგორც ის მთები, რომელნიც სხვა და სხვა მხრიდან საზღვრავენ ჩვენს ქვეყანას. დარბაზ მთლად სავსე იყო მსმენელებით, რომელნიც მრავალ ჯერ ტაშით აწყვეტინებდნენ ლექტორს. ტფილისის კომიტეტი და ჩვენი პარტიის სამხედრო საბჭო უღრმეს მადლობას უძღვნის პატივცემულ პროფესორს ამ ლექსიი წაკითხვსთვის, რომლის შემოსავალი გადადებულია სამხედრო საჭიროებისთვის.
0