დადიანების ,,სალხინო"სასახლე

0
სალხინოს სასახლე მდებარეობს მარტვილში.სამეგრელოს მთავრებს დადიანებს, სალხინოში (1825-1826 წწ) პატარა ოდა სახლი ედგათ, ლევან V დადიანმა კი მის ადგილას ქვის ორსართულიანი სახლი ააშენა.სასახლემ საბოლოო სახე მისი შვილისშვილის სალომე დადიანი- მიურატის( 1848-1913წწ) დროს მიიღო.სახლის გვერდით ეზოში დგას სამეგრელოს მთავრის კაცია II მიერ 1782 წელს აგებული ეკლესია.სალხინოს რეზიდენციის ეზო გამოირჩევა მიჯრით ჩაწყობილი ხეებით, თვალუწვდენელი ფართობით, სიმწვანით რომელიც ადგილზე ატყვევებს მნახველს, იქვე მიყუჟულა ფანჩატური.იქ ჩასულ ადამიანს სასახლე და ეზო უმალ გადაისვრის გასულ საუკუნეებში და მაშინვე თვალწინ წარმოგიდგებათ განათებული დარბაზები გრძელ, ფარჩა- აბრეშუმის კაბებში გამოწყობილი ბანოვანნი, და მოგინდება წარსულში გადასვლა.ლხინი კი იმხანად ხშირად იმართებოდა. უკანასკნელი ზეიმი 1897 წელს გაიმართა, ლუსიენ მიურატის და ჰერცოგინია დე როანას ჯვრისწერის დროს.
#მოიარე
საქართველო.
#მოგზაურობა
0