0
➡️ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოხსნა მიმდინარეობს. ➡️ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 4 525 548 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასაჟი-საქართველო ასრულებს. ➡️ პროექტი გააუმჯობესებს ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. ➡️ გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ 35 წელია უგზოობა აწუხებთ . ➡️ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ. ➡️ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
0