დროის ბიჯებზე

0
დროის ბიჯები დასუსტდებიან ვერ აიტანენ სიმძიმის ძალას და კვლავ განკითხვის ოკეანეში ეს საიდუმლოც ჩაჰყვება მრავალს. ვფიცავ არავინ არ დაიზარებს თვისი აზრებით ალესოს ტალღა. ასე რამდენი ჩაივლის წელი, რამდენი მითი დაჩრდილავს მართალს. მე ფეხშიშველი შემოვევლები ხეს, წელსაც რომ არ მოისხამს ატამს. გრძნობა რომელსაც ასე ვმალავდით რომლის მოკვლისთვის არ გვეყო ძალა... დაიფერფლება მიწა როდესმე და ანგელოზებს მივუძღვნი სალამს. მაშინაც ვიცი არ ვიგრძნობ ალბათ თავისუფლებას ან რამეს მაგვარს. ალბათ უფალიც არ განიკითხავს ცხოვრებას ოცნების სახლში რომ დამრჩა და განიკითხავს მხოლოდ იმ ცოდვებს რომლის ჩადენაც არც ღირდა ალბათ.
#ლექსები
#მალულიპოეტი
#არცღირდაალბათ
#თუთქვენცგრძნობთრამეს
#ვწეროთ
0