არტპოლიგლოტის საავტორო სტუდია ბათუმში

0
ნინო გოგოლიშვილი-ბათუმელი მხატვარი, საკუთარი სტილითა განსხვავებული, ფერადი ტილოებით ალბათ ძალიან ბევრმა იცით. მრავალი სომპოზიუმის, საერთაშორისო გამოფენების მონაწილე, პერსონალური გამოფენების ავტორია. გაზაფხულიდან ხსნის საავტორო სტუდიას, რომლის მთავარი იდეაა ხელმისაწვდომი გახდეს სამხატვრო სტუდიებში მაღალი დონის განათლების მიღება და სხვადასხვა საქმიანობის შესწავლა. სტუდია მდებარეობს მანდარინების ბაღში, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ნინო ასევე უფასოდ შეასწავლის სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საქმიანობას, როგორიცაა ხატვა, წყალზე ხატვა - ებრუ, მინანქარი და სხვა. დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ნინოს 577017574 მისამართი ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N67
0