ოქროს ტბა- ფოთში არსებული სილამაზე!

0
ოქროს ტბა - მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთის მახლობლად, მდინარე მალთაყვასთან. ტბა წარმოადგენს სანიჩბოსნო არხს. ტბის სიგრძე დაახლოებით 1000–1200 მეტრი, სიგანე ალბათ 120–150 მეტრი. სიღრმე შუაში 4–6 მეტრი, ფსკერი თანაბარი, ქვიშიანი. ტბაში ბინადრობენ კობრი, ამური, კარჩხანა, შამაია, კეფალი და ზუთხი. ტბა ხელოვნურად შექმნილია ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად, ტარდება ვარჯიშები და შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტში. 1991 წელს ტბაზე ევროპის ჩემპიონატი მოეწყო სანიჩბოსნო სპორტში . ტბა გაყოფილია ორ ნაწილად სპეციალური ბადით. პირველ ნაწილში გაშვებულია თევზი და ქორჭილასგან გაწმენდილია, ხოლო მეორე ნაწილში ბინადრობს ქორჭილა.
0