შეუსრულებელი დაპირებები და მომლოდინე ძალოსნები

0
დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი მიტოვებული შენობა დგას. შენობაში, რომელიც ადრე კულტურის სახლი იყო, ძალოსნები 40 წელზე მეტია ვარჯიშობენ. შენობის ნაწილი ჩამონგრეულია, ფანჯრებზე ამოსულია მცენარეები და ხეც კი. ნაგებობის უკანა მხარეს, ხის დამტვრეულ კარებთან, ეგრეთ წოდებული „შტანგა“ ხატია. ძალოსნები ამ კარის მიღმა ვარჯიშობენ. ვარჯიშები მანამდე გრძელდება, სანამ დარბაზში დღის სინათლე აღწევს. სპორტული დარბაზი საშხაპეების, გასახდელებისა და ზამთარში გათბობის გარეშე, აქ შენობის შიგნითაც წვიმს - 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში უწევთ ძალოსნებს ვარჯიში. ძალოსნებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს და ყველაზე კარგად იციან რა ფასი აქვს ხელისუფლებების დაპირებებს. მოქმედი "ქართული ოცნების" და ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან მათ არაერთი დაპირება მიიღეს, რომ ნორმალურ პირობებში ივარჯიშებდნენ, თუმცა მაღალჩინოსნები ამ დრომდე მხოლოდ ამ დარბაზში გამოზრდილი სპორტსმენების არაერთი წარმატებით იწონებენ თავს, შესრულებული დაპირება კი არ ჩანს. ბოლოს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ჩავლეშვილმა 1 წლის წინ დადო პირობა, რომ ჩაქვის სპორტსკოლის მშენებლობას აჭარის მთავრობა მალე დაიწყებდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზის ასაშენებლად, აჭარის ფინანსთა მინისტრმა მორგი ტენდერი რამდენიმე დღის წინ დაანონსა. ახალ ბაზაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჭირო სივრცეები უნდა მოეწყოს. სპორსტსმენები და მწვრთნელები ამორტიზებულ შენობაში ვარჯიშს განაგრძობენ და კვლავ ელოდებიან.
0