როდის დამტკიცდება და ვისზე გავრცელდება იპოთეკური სესხის სუბსიდირება

0
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობის უახლოესი სხდომის შემდეგ დამტკიცდება. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე დადგენილების დრაფტი მზად არის და ამის პარალელურად მიმდინარეობს პროექტის პირობებზე მუშაობა. “დრაფტი მზად არის. ველოდებით საბოლოოდ მთავრობის სხდომას, რომ გავიდეს პროექტი და ხელი მოეწეროს დადგენილებას. ამის პარალელურად “აწარმოე საქართველოსთან” მიმდინარეობს კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება და შემდგომ ნაბიჯებზე აქტიური მუშაობა”, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ. მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს კითხვაზე, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სამშენებლო კოპანია, რომ ისარგებლოს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით, ალექსანდრე ძნელაძემ განმარტა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კორპუსი 20%-ით უნდა იყოს აშენებული და ბინას ჰქონდეს საკადასტრო კოდი. საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს. იგი შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. როგორც ცნობილი გახდა, სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს; სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება იქნება 4%; სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომლებიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას; სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად, სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე 70 მილიონ ლარს დახარჯავს. საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია. როგორც პრემიერმა განაცხადა, ამით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. იპოთეკურისესხები სუბსიდირება
tbilisidaily
0