ჯოკერის როლი არის დაწყევლილი

0
ჯოკერის როლი დაწყევლილია! ჯოკერი პირველად 1940 წელს კომიქსში გამოჩნდა.იგი სამყაროს მოევლინა კრიმინალურ გენიოსად და ანტი-გმირად.იმ პერიოდში მას არ გამოუწვევია დიდი აჟიოტაჟი, რადგან იგი ჩვეულებრივი დამნაშავის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა იმის შემდგომ, რაც ეს როლი ჰით ლეჯერმა მოირგო ყველაფერი შეიცვალა! ადამიანებმა ჯოკერში საკუთარი პიროვნების ნაწილი დაინახეს მათი ბნელი მხარე.ჯოკერის, როგორც პერსონაჟის მიზანიც სწორედ ეს არის.ჯოკერისთვის არ არსებობს სწორი და არასწორი, რადგან ის ისე იქცევა, როგორც მას უნდა. პირველი მსახიობი, რომელიც ჯოკერის წყევლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა ჯეკ ნიკოლსონი გახლდათ.ნიკოლსონმა დაიწყო საუბარი როლის შესახებ იმის შემდეგ, რაც როლი ჰით ლეჯერმა მიიღო, რადგან იგი ღელავდა მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.ნიკოლსონს ჯოკერის როლის გავლენა გამოვლილი ჰქონდა, თუმცა მას უკვე არაერთ ფილმში ჰქონდა კრიმინალური როლი ნათამაშები, რაც თავისთავად ფსიქოლოგიურად უფრო მყარ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.ნიკოლსონმა მოახერხა ზღვარის დაჭერა ჯოკერის როლსა და საკუთარ პიროვნებას შორის და სწორედ ამით აიცილად თავიდან ჯოკერი ძალიან დიდი გავლენა. მეორე მსახიობი, რომელმაც მოახერხა რეალურად აფეთქება ჯოკერის როლზე ჰით ლეჯერია.ჰით ლეჯერია ის პიროვნება, რომელმაც რეალურად ჯოკერში მსოფლიოს დაანახა ის, რაც ყველაზე მთავარი იყო მასში, თუმცა მას ამ როლმა დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩინა.კრიტიკოსთა აზრით სწორედ ეს ფსიქოლოგიური პრობლემები გახდა ჰით ლეჯერის სიკვდილის მიზეზი.2008 წელს გამოჩნდა საკითხის სირთულე, რაც უფრო ძლიერდებოდა ჯოკერი მით უფრო სუსტდებოდა ჰით ლეჯერი, რომელიც ბევრად ნაკლებ დროს ატარებდა საზოგადოებაში.თეორიის მიხედვით კი სწორედ ამან შეიწირა იგი. შემდეგი მსახიობი, რომელმაც დიდი წნეხის ქვეშ შეასრულა ჯოკერის როლი ჯარედ ლეტო გახლდათ.ჯარედ ლეტომ ფილმის გამოსვლის შემდგომ კი თქვა , , იმისთვის , რომ როლში სევსულიყავი ვუყურებდი სხვადსხვა სახის კრიმინალურ ვიდოებს, თუმცა გარკვეული დროის შემდგომ გამიჩნდა მოთხოვნილება მსგავს ვიდეოებზე სწორედ მაშინ მივხვდი ჯოკერის გავლენას ჩემს პიროვნებაზე'' გამოდის, რომ ჯოკერის პერსონაჟის სახის დანახვა დიდ ეფექტს ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.იმის მიუხედავად, რომ ჯარედ ლეტოს ნათამაშები ჯოკერი, არც ისე შთამბეჭდავია ამის მიზეზი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ იგი პერსონაჟს თამაშში არ გაჰყვა და ბოლომდე ვერ შეისისხლხორცა იგი. ხუაკინ ფენიქსმა ინსპირაცია ჯეკ ნიკოლსონისგან მიიღო და სწორედ მისი პერსონაჟი განავითარა. ფენიქსმა ნებისმიერ კინო მოყვარულზე უდიდესი ეფექტი მოახდინა. მან შეიძლება ითქვას მთლიანად გაიგო ჯოკერის არსი და იდეა ყველაზე საინტერესო კი მის შესრულებულ როლში იყო ის, რომ ეს ფილმი ჯოეკრის ერთ-ერთი ხუმრობაა.ჰით ლეჯერის ჯოკერი სხვადასხვა ფილმის სცენაში იფიქრებს ხუმრობებს, რომელიც თითქოს მის წარსულ ცხოვრებას ეხება.რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ჯოკერმა ხუაკინ ფენიქსზე ? ამ კითხვაზე პასუხს დრო გაგვცემს ფაქტია, რომ ჯოკერის ფსიქიკა ძირითადად ახდენს უდიდეს გავლენას მსახიობებზე სწორედ აქედან მოდის იდეა იმის შესახებ თითქოს ჯოკერის როლი არის დაწყევლილი!
0