კენედი ამერიკულმა დაზვერვამ მოკლა!

0
1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტი ჯონ კენედი სახალხოდ გამოასალმეს სიცოცხლეს, ეს ყველაფერი დალასში მოხდა.ლი ჰარვეი ოსვალდი იქნა დაკავებული კენედის მკვლელობის ბრალდებით, 2 დღის შემდგომ კი იგი მოკლული იქნა პირდაპირ ეთერში. დაიწყო სხვადასხვა ტიპის გამოძიებები კენედის საქმეზე, თუმცა ნებისმიერი სიღრმისეული გამოძიება სხვადასხვა მიზეზით ჩერდებოდა.ზოგ შემთხვევაში გამოძიების ავტორი უცნობ გარეომაში კვდებოდა ზოგ შემთხვევაში კი საკუთარი ნებით თავისუფლდებოდა საქმისგან და რადარიდან ქრებოდა, სწორედ ამ მდგომარეობებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა შეთქმულების თეორია. შეთქმულების თეორია ამბობდა, რომ ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა და იგი CIA-მ დაიქირავა, რადგან პრეზიდენტის რეაქციები კომუნიზმთან და სხვა რადიკალურ იდეოლოგიებთან დაკავშირებით მათთვის არახელსაყრელი იყო. ამ თეორიაში სიმართლი მარცვალი, მართლაც არის, რადგან სწორედ კენედის მკვლელობის შემდგომ გაძლიერდნენ კომუნისტური ძალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო კენედის პოზიცია მათთან დაკავშირებით საბოლოო იყო, რასაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეეწირა.
0