ორ ქალაქში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა

0
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის ორ ქალაქში ყაზახეთის ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა. ქოქშეთაუსა და სტეფნოგორსკის, შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყო. გარდა ამისა, ორივე ქალაქში საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მაისის შუა რიცხვებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი გაუქმდა, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და 30 000-ს გადააჭარბა ყაზახეთი კორონავირუსი
TbilisiDaily
0