მარჯანიშვილის მესაათის კოშკი

0
სახელი მე შევურჩიე, სინამდვილეში არ ვიცი რა ჰქვია, გამიგია, რომ მესაათე მუშაობდა ძალიან დიდი ხანი და ზოგჯერ ახლაც მუშაობს
ვიცი, რომ ზღაპრული პატარა კოშკია რომელიც არავის ტოვებს გულგრილს, გამვლელებს მუდმივად ხიბლავს და ღამით განსაკუთრებით ლამაზია
შიგნით მხოლოდ პირველ სართულზე მოვახერხე შესვლა, ვინტაჟურ მაღაზიაში - Velvet vintage store
რეტრო, 90-იანები, ვინტაჟი, საბჭოთა.. აქ ბევრი სტილი და ნივთია არეული
რაღაცები ბავშვობას და ბაბუებს გაგახსენებთ, რაღაცები იმდენად შეგიყვარდებათ, სახლში მოგინდებათ წამოიღოთ.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ექსტერიერს და იმ მოლოდინს რასაც შენობის ულამაზესი გარე ფასადი გიქმნის ინტერიერიც ამართლებს, საოცრად უხდებიან ერთმანეთს.
თუ მარჯანიშვილის მაღლა, ფაბრიკასთან მოხვდებით, აუცილებლად კარგად დაათვალიერეთ ეს ჯადოსნური ადგილი ✨
თუ მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ შენობაზე, კომენტარებში გელით ? ფოტოები (c) მარიამ თოფურია
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#არქიტექტურა
#ექსტერიერი
#მაღაზია
#ინტერიერი
#დიზაინი
#სტილი
#რეტრო
#ვინტაჟი
#ახალიამბები
#ლოკაცია
#საინტერესოადგილი
#საინტერესო
0