როდის განაახლებენ საქართველოში მუშაობას თეატრები ?

0
პანდემია მსოფლიო მასშტაბით 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა. დაიკეტა ყველა მაღაზია, რესტორანი, დაწესებულება და მათ შორის თეატრები, ოპერები, მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები. გადაიდო მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები: ბერლინალე, ოსკარების დაჯილდოება, ოქრის პალმის რტო, მაფთა, ქოაჩელა, მეთ გალა დ.ა.შ. საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში გადაიდო არაერთი ღონისძება. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადაა. ამის ფონზე დაიხურა სკოლები, ბაღები, ბიბლიოთეკები, კინო-თეატრები ოპერა და სხვა დაწესებულებები. ქალაქში მუშაობას მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები განაგრძობდნენ. 22 მაისს კი საგანგებო მდომარეობა დასრულდა. თმცა ჯერჯერობით მუშაობა არ განუახლებიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. კონსერვატორიაში მიმდინარეობს გამოცდები. სეზონის განახლებას კი შემოდგომაზე აპირებენ. თუმანიშილის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის თეატრი, ასევე რუსთაველის თეატრი სამუშაო პროცესს 6 ივლისიდან განაახლებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ რეპეტიციბი და განაახლო მუშაობა თუმცა ჯერჯერობით პრემიერები არცერთ თეატრში არ იგეგმება. ასევე ჯერჯერობით არ იგეგმება დარბაზები გახსნა. უცნობია როდის ექნებათ ხელოვნების მოყვარულ ადამაიანებს შანსი ისევ ესტუმრონ თეატრებს. გალერე მომა მუშაობას 1 ივლისიდან განაახლებს. დამთვალიერებელს ექსპოზიცია „სასწაულის ძიებაში“ ელოდება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი როდის განაახლებს მუშაობას ჯერჯერობით უცნობია. სტატია მოამზადა ხატია ბიბიურიძემ #თეატრი #ხელოვნება #მუზეუმები #სპექტაკლები
#ახალიამბები
#ხელოვნება
0