შუგნიტი- შუგნიტი და მისი წყლის სამკურნალო თვისებები!

1
ალბათ ბევრს სმენია შუნგიტის ფილტრების შესახებ. მას შემდეგ, რაც წყალი გაივლის შუნგიტის ფილტრში იგი სუფთავდება და ივსება სამკურნალო მინერალებით. შუნგიტი წყალს აძლევს უნიკალურ თვისებებს, ფაქტიურად აცოცხლებს მას. ცნობისათვის, ძველ რუსეთში განთქმული იყო შუნგიტიანი წყალი, რომელიც ხელს უწყობდა ანთებითი პროცესების ჩაქრობას და ითვლებოდა სამკურნალოდ. ხალხი ამ სამკურნალო წყალს იღებდა იმ წყაროებიდან, რომლებიც ამოდიოდნენ შუნგიტიანი ქანებიდან. დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ შუნგიტიან წყალს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისება. ძალიან სასარგებლოა შუნგიტიანი წყლის ყელში გამოვლება ანგინის დროს. ასევე ეს წყალი საკმაოდ ეფექტურად კურნავს პარადონტოზს და ღრძილების სხვა დაავადებებს. შუნგიტი ასუფთავებს წყალს მძიმე მეტალებისაგან, პესტიციდებისაგან, რადიონუკლიდებისაგან, ასევე ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიისაგან.შუნგიტიან წყალს აქვს მრავალმხრივი მოქმედებაადამიანის ორგანიზმზე: აყუჩებს ტკივილს, კურნავს ანთებით პროცესებს, ადენზიფიცირებს. შუნგიტიანი წყალი ხსნის ქრონიკულ დაღლილობას და აგრეთვე ნაბახუსევს. მისი დალევა სასარგებლოა ყოველდღიურად დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. ყოველდღიურად სახის დაბანა შუნგიტიანი წყლით, კანს ანიჭებს ელასტიურობას: აქრობს წვრილ ნაოჭებს, შეშუპებას და კანის სხვადასხვა დეფექტებს. ფულერენები-- ანტიოქსიდანტური უჯრედები, რომელთაც შეიცავს შუნგიტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს და უბრუნებს კანს ბუნებრივ სილამაზეს. თმებზე შუნგიტიანი წყლის გადავლება ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას და აძლევს მას ბზინვარებას. შუნგიტიანი წყლით მკურნალობენ ალერგიის, დიაბეტის, ანემიის, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. შუნგიტით დამზადებული სამკურნალო წყალი კურნავს კანის დაავადებებს, აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას. ის გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადებების და აგრეთვე კუჭის დაავადებების დროს.
1