ყველაფრის წამალი!

0
სავარაუდოდ ამ თეორიის წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა მაიკლ კრაიტონის ნოველამ „შტამი «ანდრომედა»”. ამ წიგნში ერთ-ერთი პერსონაჟი უამბობს მეორეს აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ზესაიდუმლო სამედიცინო კვლევა-ძიების პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნიკალური წამალი შექმნეს. ამ წამალს არამარტო შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიების გამრავლება შეაჩეროს, არამედ ანადგურებს მეცნიერებისთვის ცნობილ ყველანაირ პათოგენს, თანაც არ გააჩნია უკუეფექტები. თეორიის მომხრეები ამობენ, რომ კრაიტონი რეალურ ფაქტს გვიამბობს, მას შეეშინდა პირდაპირ თქმის და ლიტერატურული მეთოდით მოგვაწოდა. ნაწარმოებში წამლის სახელი დასახელებული არაა, მაგრამ აღწერილია, როგორ სპობს კიბოს რამდენიმე დღეში, სრულად აქრობს შიდსის, სიფილისის, ჰერპეს სიმპლექსის, ენცეფალიტის, ცოფისა და სხვა მრავალი დაავადების ვირუსებს. პერსონაჟი, რომელიც წამალს აღწერს, ასევე აღნიშნავს, რომ ექიმებს მისი ბაზარზე გატანა სურდათ, მაგრამ ხელი შეუშალათ ერთმა გარემოებამ – როცა პაციენტებს მისი მიწოდება შეუწყვიტეს, რამდენიმე კვირაში ყველა მათგანი უცნაური დაავადებებით დაიღუპა – ტვინი დნობას იწყებდა, ყველა ორგანოს მეტასტაზები უჩნდებოდა, ღვიძლი თხელდებოდა და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, წამალი სულაც არ ყოფილა უკუეფექტების გარეშე. საქმე იმაშია, რომ მკურნალობისას ორგანიზმს არ სჭირდებოდა იმუნური სისტემის მუშაობა და მისი ფუნქციონირება წყდებოდა. ხოლო წამლის მიღების შეწყვეტისას ნებისმიერ სუსტ ბაქტერიასა და ვირუსს სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო. შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ ასეთი წამალი ნამდვილად არსებობს და ხალხზეც გამოიცადა, მაგრამ ფართოდ ხელმისაწვდომი არ გაუხდიათ, რადგან ეს გამოიწვევს ექიმების ოფისების დაცარიელებას.
0