რომელი შენობაა გამოსახული ფოტოზე ?

0
მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარია შენობის ადგილზე სამი საუკუნის წინათ 80-ოთახიანი ქარვასლა იდგა. XIX საუკუნის დასაწყისში იაკობ ზუბალაშვილმა ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე განიზრახა სასტუმრო “პალასის” აშენება. შენობას საძირკველი ჩაეყარა 1825 წელს არქიტექტორ ბერნარდაცის პროექტით. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა და 1905 წლამდე აქ სასულიერო სემინარია იყო განთავსებული. 1894-1898 წლებში სემინარიაში სწავლობდა ი. ბ. სტალინი. 1950 წლიდან შენობა გადაეცა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან. 2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია. მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქრის, საიუველირო ნაკეთობების, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ძეგლები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები. მუზეუმის უძველესი ტიხრული მინანქრის კოლექცია ყველაზე უმდიდრესია – იგი მოიცავს მსოფლიოში დაცული მინანქრის მესამედზე მეტს.
events
0