მარნეულელი ახალგაზრდა მწერლის ელვინა ზეინალოვა რომანი “უსახელოს” შესახებ

0
ელვინა ზეინალოვა 19 წლისსა. ის მარნეულის სოფელ ჯანდარიდანაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ელვინა გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო მწერლობა. "13-14 წლის ასაკიდან ლექსებს და მოთხრობების წერა დავიწყე. ადრე უფრო მეტად ლექსებს ვწერდი, ახლა კი მოთხრობებსა და რომანებთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ. რომანის წერა 17 წლის ასაკში დავიწყე მაგრამ გაკვეთილებზე დროს უკმარისობის და მუზას არქონის გამო, ორი წლის მანძილზე შევწყვიტე წერა. როცა 19 წლის გავხდი, მივხდი, რომ ნამდვილად მინდოდა წერა. მინდა, რომ ჩემი დაწერილი წიგნი არსებობდეს. ჩემი პერსონაჟები და რომანში განვითარებული მოვლენები რეალურადაც ხდება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ. გარდა ამისა, “უსახელოში” საკუთარ თავს ვხედავ. რომანის ჟანრი დეტექტივი, რომანტიკა და დრამაა. მოქმედება საფრანგეთში მიმდინარეობს. საფრანგეთი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი პერსონაჟები იქაურებას უფრო უხდებოდა. მთავარი გმირის ამბებს საფრანგეთში ყველა კითხულობს, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში ვინ არის. ამიტომაც, მას უსახელოს ეძახიან. მეორე პერსონაჟს კი, რადგან მისი ამბები იასამნის სურნელიან ქაღალდზე არის დაწერილი, “იასმნის სურნელის მქონე ქალად" მოიხსენიებენ. რომანში 12 პერსონაჟია და ყველას განსხვავებული ცხოვრება, თვისებები და მორალი აქვს. ამ ეტაპზე, წიგნს ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო ვერ ვბეჭდავ. ვეძებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩემი რომანის გამოცემაში დამეხმარებიან”, - ამბობს ელვინა. წყარო: ფანჯარა
#ახალგაზრდამწერალი
#მარნეული
#marneulidaily
#ხელოვნება
#ახალიამბები
0