0
რამდენიმე თვის წინ “ერისიონის” ხელმძღვანელთან, ბ-ნ ჯემალ ჭკუასელთან მქონდა ინტერვიუ. იმ სტატიას ასე დავარქვი - თუ გინდათ საქართველოს გაცნობა, დაესწარით “ერისიონის” კონცერტს. ახლა ვფიქრობ, რა სწორად შემირჩევია სათაური. მას შემდეგ ვესწრები მათ კონცერტს და ენით აღუწერელი რამ მემართება. ჯერ ხომ ეს, მართლაც რომ, დალოცვილი ქართველები ისეთს აკეთებენ, სისხლი მეყინება. სიამაყით ვივსები, რომ ამ ქვეყნისა და ასეთი კულტურის მატარებელი ქვეყნის შვილი ვარ. მბურძგლავს და ჩემდაუნებურად თვალებზე ცრემლი მადგება. დღეს გაიმართა “ერისიონის” მორიგი კონცერტი და ეს ვიდეოკოლაჟიც თქვენთვის ავაწყვე. გვერდით უცხოელი მეჯდა და თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დამინახა, კინაღამ გულში ჩამიკრა. ისიც ყოველი ნომრის დასრულების შემდეგ, აღფრთოვანებული იძახდა, თუ რა მაგრები ვიყავით. მაგრები ვართ, კარგები ვართ და ღმერთს მადლობა, რომ ქართველები ვართ!❤️✊???
#ერისიონი
❤️
0