ფირუზა - ადგილი, რომელიც ბორჯომში აუცილებლად უნდა ნახო!

0
ფირუზა - ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, ბარათაშვილის ქ. 3 , ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის - მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი იყო ქალაქგარეთ, რომელიც კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: "მირზა რიზა ხანი". კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულსპარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს. სანატორიუმი "ფირუზა"- ს ანალოგია სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში. ამ სახლში (რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო), სპარსეთის ელჩი - მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა.
0