მსოფლიო მასშტაბით გადადებული ღონისძიებები

0
კორონა ვირუსის პანდემია მსოფლიოს მასშტაბით 11 მარტს გამოცხადდა. გადაიდო ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორებიც არის “Electronic Entertainment Expo”. გამოფენა 1995 წლის შემდეგ ყოველწლიურად ლოს ანჯელესში ტარდებოდა. წელს ღონისძების გახსნა 9 ივნისს იგეგმებოდა თუმცა პანდემიის გამო ორგანიზატორებს გეგმების შეცვლა მოუწიათ. ასევე გადაიდო ეფლის დეველოპერების კონფერენცია. 1987 წლიდან დღემდე ეფლს არაერთი ინოვაციური ტექნელოგია წარუდგენია აუდიტორიისათვი. წელს 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო კონფერენცია თუმცა კომპანიის განცხადებით ისინი ონლაინ რეჟიმში წრადგენენ ტექნელოგიურ სიახლეებს. 2020 წელს კანის კინოფესტივალი 12-23 მაისის პერიოდში უნდა გამართულიყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო ორგანიზატორები ივნისში აპირებდენ საღამოს გამართვას. თუმცა ემანულ მაკორნის განცხადებით კარანტინი შესაძლოა უფრო დიდხანს გააგრძელდეს, ამიტომ ფესტივალის ივნისში ჩატარებაც გადაიდო. ორგანიზატორებს მოუწევთ რაიმე ორიგინალური ფორმით ჩაატარონ კინოფესტივალი. ასევე გადაიდო მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძოება „Met Gala”, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ირჩევდნენ ერთ თემას და ამ თემის გარშემო ატარებდნენ კოსტიუმირებულ წვეულებას. „Met Gala”-ს გაუქმების შესახებ ჟურნალ “Vouge”- ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. პანდემიამ ასევე გავლენა მოახდინა ჰოლივუდის კინო ინდუსტრიაზეც. გადაიდო და გაჩერდა სერიალებისა და კინოების გადაღებები.ხოლო კონცერტები, სპექტაკლები და ღონისძიებები, როდის განახლდება ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სტატია მოამზადა ხატია ბიბილურიძემ #ხელოვნება #კულტურა #მოდა #ტექნელოგიურისიახლეები #ღონისძებები
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოდა
#ტექნოლოგიები
0