შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის რამდენიმე პირი დააკავა

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს - მეტსახელად „ხონსკის“ , 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს - მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს - 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები." - ნათქვამია ინფორმაციაში. კანონიერიქურდები შსს ბათუმი თბილისი ახალიამბავი
Batumidaily
0