სოციალური აგენტების ხელზე ასაღები თანხა უახლოეს მომავალში გაიზრდება

0
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ.
გიორგი წოწკოლაური განმარტავს, რომ სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 700 ლარს შეადგენს. „სოციალური აგენტები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი.
#News
0