ბარსელონაში ოპერის თეატრი ისევ გაიხსნა

0
ბარსელონაში ლისეუს ოპერის თეატრი პანდემიის შემდეგ გაიხსნა. დარბაზში კონცერტს 2 300-მდე ოთახის მცენარე დაესწრო.
ორგანიზატორების თქმით, მათ სურდათ ასე გადმოეცათ პანდემიის ზემოქმედება ადამიანებზე, რომლებსაც მაყურებლად ყოფნის უფლება შეეზღუდათ.
"მოდით გავაფართოვოთ ჩვენი თანაგრძნობის უნარი. დავიწყოთ ხელოვნებითა და მუსიკით და ამ დიდებულ თეატრში ბუნება შემოვუშვათ", — ამ სიტყვებით გახსნა კონცერტი აღმასრულებელმა პროდიუსერმა ეუგენიო ამპუდიომ.
კონცერტის შემდეგ, სუკულენტები საჩუქრად გადასცეს მედიცინის სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ წინა ხაზებზე ბრძოლას არ წყვეტენ.
##ხელოვნება
##ოპერა
##თეატრი
##ახალიამბები
##ხელოვნება
0