3 votes
0 comments
0 shares
Save
2 views
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago

❤❤


Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
Similar Posts
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
💫
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
ეს გზა მაცხოვრის ტაძრამდე მიგვიყვანს ❤
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
აქ მზე სხვანაირად ანათებს 🌞 #ჯგალი
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
#village 💚
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
💙
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
გვირილა 💛
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
შავიდან თეთრამდე არც ისე შორია
კარი გაიღო და დაიხურა. ნაბიჯების ხმის გაგონებას ველოდი, თუმცა, ერთადერთი, რაც გავიგონე საათის ისრის წიკწიკი იყო. ეს ხმა ნელ-ნელა შენელდა. უეცრად მისი გაჩუმების შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ. რამდენიმე წუთში საათის გაუთავებელი წიკწიკი ძლიერმა ხმამ ჩაანაცვლა, - პასუხი მზადაა, მზადაა... ეს იყო უფრო მტკიცე, ჰაეროვანი, მელოდიური ხმა. "ფრთები"- ვიფიქრე მე. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. სუნთქვა შევიკავე და გავირინდე. შემდეგ თითქოს უკან დაბრუნდა. ხმა უფრო გაძლიერდა... ჩემს არსებობსაში თითქოს სპირალისებრი ფორმით ჩაიღვარა რაღაც სითხე. მეგონა საკუთარი სიღრმეებისკენ მივექანებოდი. ეს იყო ძალიან ბნელი ადგილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. გამარჯვებაზე ფიქრს ზოგჯერ ძალა ეკარგებოდა, მაგრამ იმედი ბოლომდე არასდროს არ დამიკარგავს. აი, მაინც დამადგა საშველი და ჩემთანაც გამოანათა მზემ, მეც გამითბო ძვალ-ხორცი. ხელახლა დავიბადე! რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ. მონატრებულს... ფერთა პალიტრა მხოლოდ ბნელი ფერებით სავსე როდია. იქ სადაც შავია , თეთრიც აუცილებლად იარსებებს. ყოველ ტკივილს მოსდევს ბედნიერება, ეს ხომ ცხოვრების დაუწერელი კანონია. ხომ გაგიგია, - დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო. კი, ნამდვიალდ ასეა. ბნელი პალატის მიღმა სუსხიანი ზაფხული მელოდებოდა და მოვუსწარი, ისიც დამელოდა - მეც არ დავაყოვნე... დღეს , ამდენი ხმის შემდეგ პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თავი ჩიტი მგონია, უბრალოდ ფრთები არა მაქვს რომ ცაში ვინავარდო. მე გამარჯვება ვისწავლე , და აწი რაც არ უნდა მოხდეს - ვერავინ და ვერაფერი ვერ დამამარცხებს. აი ასე ემოციურად მომიყვა იმ ქარიშხლიან დღეებზე, რომლისთვისაც კოვიდმა გაიმეტა. ვუსმენდი და ჟრუანტელი მივლიდა ძვალსა და რბილში. ცრემლს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა ვიკავებ, მკითხველო. მან კი ასე მითხრა, - ყველა ბნელს უწერია გამონათებაო. ვეთანხმები, გამონათება უწერია, გამოდარება.. და მაინც, გამოიდარა..! სახლში მოვიდა თუ არა ტირილი დაიწყო. ყველაფერი ეუცხოვა გარდა ემოციისა, რომელმაც მოგონებები გაახსენა. სიხარული, სიყვარული და ამაღელვებელი ტაში შეიგრძნო. ის, რაც ასე ძალიან მონატრებოდა. ტელევიზორის ჩართვას მედიკოსების ინტერვიუც დაემთხვა. სრული სიგიჟე იყო. ყველა სამაუწყებლო არხი სასიხარულო ნიუსს ავრცელებდა. "დღეს ბოლო პაციენტიც გაიწერა ბინაზე, ინფიცირებულთა რაოდენობა განულებულია. არც საკარანტინო ზონაში გვყავს მოქალაქეები. ჩვენ ეს შევძელით! ვირუსის გავრცელების საფრთხე ნულამდე დავიდა. დიახ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება მოგვილოცავს! საქართველომ გაიმარჯვა მსოფლიოსთან ერთად და პირიქით..! " მადლიანი სიტყვები ახლაც ჰანგებად ჩაგვესმის. გაიხსნა ყველა სახის მიმოსვლა. საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო... ჩვენი ქვეყანა ისევ უმასპინძლებს ვიზიტორებს. დიახ, მადლიან ღიმილს ვაჩუქებთ ერთმანეთს. ისე, რომ პირბადე არ დაგვიფარავს ემოციას. გათენდა, ცა ვარდისფერ მარმარილოს დაემსგავსა. ჩვენ კი ზეიმისკენ მიმავალი ადამიანების გუნდს შევუერთდით. ხალხი ქუჩის მიტოვებას არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ტროტუარებს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული მოსდებოდა. მოჩანდა წითელი, ყვითელი, ლურჯი შლაპები, სახელმწიფო დროშები. ეროვნული ჰიმნის ხმა გაისმოდა ქალაქის ყოველ წერტილში. ბედნიერების ერთობ სასიხარულო ზარმა ჩამოჰკრა. ლუდით გაბერილ მასხარებს ხელი ქუჩის ბავშვებისთვის ჩაეჭიდათ, მათთან ერთად ირწეოდნენ და ტრიალებდნენ სევდანარევი სენტიმენტების ტალღაზე. მიწისქვეშა გადასასვლელებიც სავსე იყო და ქუჩებიც. სახემოხატული ბავშვები მზესავით ანათებდნენ და ლაღი ღიმილით სიყვარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. ქალაქი სიცოცხლეს ზეიმობდა, ხალხი კი გადარჩენას. ტრადიცია კვლად აღდგა, დროება ვერ მოერია. მამა-პაპური მისალმება მხოლოდ დადებითი ენერგიის გადამტანი გახდა. თვეების განმავლობაში ჩარაზულმა პლანეტის თითოეულმა კუნჭულმა მზის სხივების გემო შეიგრძო და იმ ვარდისფერ დღეს მგონია, რომ ყველამ ტკბილად დაიძინა. და ბოლოს, დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი, რადგან არ ვიცით როდის შემობრუნდება ბედის ჩარხი და როდის ვიგემებთ აღმავლის შემდეგ დაღმავლის გემოს. მან კი ასე მითხრა, - მე ყოველ წუთს გავუფრთხილდები, რადგან კარანტინმა ეს მასწავლა და გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. და როგორც ვიცი - რჩევას გათვალისწინება უყვარს... #feedcgrant #feedc #feedcgrantproject #stopcovid19 #travel #tourism #georgia #literature #emotions #read Georgia Feedc Feedc Community საქართველო #ბიზნესი #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+4
Lika Kharchilava
Tsalenjikha · 1 year ago
💚💚
Bartia Meriiko
Tsalenjikha · 4 days ago
ემოციის ამოცნობა.
ხელოვნებას ცოცხალი ფანტაზია ასაზრდოებს. გამოხატვის მრავლობითი ფორმა რომელიც ეკლებივით ედება ყველაფერს, მაგრამ არ ფხაჭნის. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ძალიან მარტივად გვეჩვენება და ამავდროულად ძალზე რთულად. ხელოვნება ეს არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რომელიც ადამიანში ინტელექტს ამაღლებს და სულიერად აძლიერებს. ასე უბრალოდ რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც არაბუნებრივად თუ ბუნებრივად არის შექმნილი მიეკუთვნება ხელოვნებას. შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. სწორედ ამ ეპოქის თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა : გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. ესეც რა თქმა უნდა ხელოვნების საღ ჭეშმარიტებას მიეკუთვნება ვინაიდან ხელოვნება ეფუძვნება ფორმას, ფიგურას, სიტყვას, მოძრაობას, ბგერას. წარმოსახვითი სამყარო იძლევა იმ შესაძლებლობებს, რომ უფრო ადვილად გამოიხატოს ემოცია სხვა და სხვა გვარი ფორმით. ყველაფერთან ერთად ხელოვნება ეს ის ფენომენია რომელიც მოულოდნელობით აღსავსე და გაურკვეველია. უცნობ “კანონებსაც” კი ემორჩილება ეს კი რაღა თქმა უნდა სრულიადაც არაფერს ვნებს. ხელოვნების წარმოშობა არ არის შესაძლებელი თუ ადამიანი კმაყოფილდება მხოლოდ რეალობით. ხელოვნებაში ადვილია შეიგრძნო ვარდნა ფსკერამდე რადგან ხელოვნება ავსებს აზრებს და აფრენს ცისკენ რადგან ოცნებებს არ გააჩნიათ სიმძიმის ძალა. აქ უფრო ადვილად არის შესაძლებელი სწრაფად მოძრაობა და არეკლილი მზის სხივით ტკბობა რომლებსაც მთელ სხეულზე ლაპლაპი გააქვთ. ინფორმაცია შობს ახალ მიზნებს. ამ ცოდნის შეგრძნება იწვევს სიმშვიდეს. მხატვრობაში ყველაფერი მეტაფორულია ანუ როგორც არისტოტელე იტყოდა “თუ სათქმელი შედგება, მეტაფორისგან იგი გამოცანაა” და ეს მღვრევადი შეგრძნებები უფრო საინტერესოა. ანუ, ოთახში მზის სხივივით შემოჭრილი კადრი რომელიც შლის ფიქრებს საწამლავივით და სწორედ ამ დიფუზიის პროცესში ყველაფერი, ყველა მიმდინარე მთავარი ინფორმაცია იღვიძებს. ეს ის მცირედია რომლის აღქმის საშუალებას გვაძლავეს ხელოვნება.#feedcgrant#feedc#ხელოვნება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 6 days ago
ფაქტები, რომელიც 17 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას უფრო და უფრო ამძიმებს...
1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს. 2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. 3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან. რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება ? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე ? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე - თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას შემადგენლობა ? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ? ასევე დავდე ერთ-ერთის - თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე ? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე. ახალგაზრდები (ნაწილი მაინც ) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს - ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები ? რა ბედი ეწიათ მათ ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი ? თემქის ბინაში იმყოფებიან: იუბილარი ანა გაბეჩავა მარი და ვაჟა ადეიშვილები - მასპინძლები ლიზი ნადირაძე მარიამ კვაჭაძე გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში. მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე. Tbilisiწყარო: ვახო სანაიას FB გვერდი #ახალიამბები
+4