ის რაც ვერსალზე უნდა ვიცოდეთ მის მონახულებას თუ გადავწყვეტთ

0
პარიზში აუცილებლად ნახეთ ვერსალის დიდებული სასახლე. მეტროთი შეგიძლიათ წახვიდეთ. ჩათვალეთ მთელი დღე მოუნდებით დათვალიერებას იმხელა სასახლეა, ბაღზე არაფერს აღარ ვამბობ.
✏ ბილეთი სასახლის შიგნით იყიდეთ. გარეთაც იყიდება თუმცა უფრო ძვირია. ✏ რუკა აუცილებლად აიღეთ. ასევე ყურსასმენები, რომელიც თითოეული ოთახის ისტორიას მოგიყვებათ. ✏ სასახლის დათვალიერებას რომ მორჩებით, წინ უდიდესი ეზო გელოდებათ. შეგიძლიათ სპეციალური მანქანა იქირაოთ და იმით გაისეირნოთ. მე ფეხით მოვიარე ბაღის ყველა კუთხე კუნჭული. ბოლოს დავიკარგეთ ძლივს მივაღწიეთ გალერეამდე, რომელიც ასევე ბილეთში შედიოდა. პარკში იმართება მუსიკალური შადრევნების შოუ, თუმცა გააჩნია რომელ სეზონზე და რა დროს ესტუმრებით ვერსალს. მე მარტში ვიყავი და ამ დროს არ იყო. ამოტომ საიტზე წინასწარ შეამოწმეთ. ბილეთი 20€ ღირს თუ მუსიკალური შადრევნების შოუ ან მუსიკალური ბაღის მონახულებაც გსურთ მაშინ 27€ დაგიჯდებათ.
#palaceofversailles
#რავნახოთპარიზში
#რჩევებიმოგზაურობაზე
#ბლოგერი
#holidayinsta
#traveladvice
#france
#paris
#travellingthroughtheworld
#traveladdict
#travelblogger
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#არქიტექტურა
Paris
0