10 votes
1 comments
0 shares
Save
1 views
Akaki Siradze
Tbilisi · 1 year ago

რაჭის სიამაყე 🍷 ქვე შენი ჭირიმე


Akaki Siradze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Tbilisi · 4 months ago
5 გავრცელებული მითი ქუთაისელებზე
მართალია, ქუთაისმა ჯერ დედაქალაქის სტატუსი დათმო, შემდეგ საპ
5 გავრცელებული მითი ქუთაისელებზე
მართალია, ქუთაისმა ჯერ დედაქალაქის სტატუსი დათმო, შემდეგ საპ
ქეთევან ფერაძე
Tbilisi · 1 year ago
კაცობრიობა არ იწყება, კაცის შექმნიდან. ჭირიმე შენი! თოჯინასავით გამოთლილო ერთი ნეკნიდან.... მ.ლებანიძე
Tamar Shelia
New York · 3 months ago
მხოლოდ საქართველოში წერდა წმინდანი მეფე სინანულით აღსავსე საგალობლებს. (დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". საქართველოში ეკამათებოდა ქართველი, მართლმადიდებელი მეფე მუსლიმ იმამებს მათივე რელიგიის დოგმების შესახებ. (დავით აღმაშენებელი) მხოლოდ საქართველოში სწირავდა ადამიანი თავს საკუთარი მამის მკვლელის შვილისათვის (დავით ეჯიბი) მხოლოდ საქართველოში მიაცილებდა დედოფალი ამალას ფეხშიშველი (თამარ მეფე) მხოლოდ საქართველოში ამბობენ: "შენი ჭირიმე", "შენი კვნესამე". მხოლოდ საქართველოში ლოცულობენ მუსლიმი შიიტი და სუნიტები ერთად (თბილისის მეჩეთი) მხოლოდ საქართველოში დადიოდნენ მეფეები გლახად გადაცმულნი. (გიორგი პირველი) მხოლოდ საქართველოში ცხრებოდა აჯანყება ქალის პატივისცემის გამო. (ყუთლუ–არსლანი და ორი წარჩინებული ქალბატონი) მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ქართველი უწოდებს მცენარეს შვილივით ნაზარდს (ვაზო, შვილივით ნაზარდო) მხოლოდ საქართველოში უყვართ სიკვდილი ("შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა" – ვაჟა). მხოლოდ საქართველოში მიუძღოდა დედა შვილებს ბრძოლის ველისკენ (ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედა – ელო). მხოლოდ საქართველოში აქვს წვიმას სამოცზე მეტი სინონიმი (გარისობის სიტყვის კონის მიხედვით) მხოლოდ საქართველოში იზიარებდა ადამიანი უდანაშაულო მეგობრების ბედს ნებაყოფლობით (ცოტნე დადიანის გმირობა.) მხოლოდ საქართველოში ესალმებიან სოფელში ერთმანეთს სრულიად უცხონიც კი. მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოსთვის ეწამა ასი ათასზე მეტი ადამიანი ერთ დღეს. მხოლოდ საქართველოში წერდა წმინდანი მეფე სინანულით აღსავსე საგალობლებს. (დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". მხოლოდ საქართველოში იკლავდნენ თავს მეფის მესაფლავენი, რათა ვერავის შეერყვნა მისი საფლავი (თამარისა და მისი მესაფლავეების ამბავი) მხოლოდ საქართველოში იზრდებოდა თავადის შვილი გლეხის ოჯახში. ...და ვიღაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქართველებს საამაყო არაფერი გვაქვს!!!მიყვარხარ საქართველო, ძალიან მიყვარხარ! ❤️❤️❤️❤️❤️
Elysium Fields
Tbilisi · 3 days ago
რასების მონაცვლეობა დედამიწაზე და გიგანტები
როცა გოლიათებზე ვსაუბრობ, ყველაზე საინტერესო მათი რეალურობის საკითხია. მე ღრმად მწამს , რომ ისინი მართლაც არსებობდნენ , რადგან უამრავი ფაქტი თუ გადმოცემა მიმანიშნებს ამაზე. ამასთან გოლიათები ბიბლიაშიც ხსენდებიან. მათი ძვლები აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე , ბორჯომში. ექსპედიაციაში მონაწილეობას იღებდა ,,დისქავერის” ჯგუფიც , რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მისტიკური მოვლენების მკვლევარი, ბრუს ფენეტონი ახლდა,ხოლო ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა , აბესალომ ვეკუამ ამ ძვლების ხილვისას დაადასტურა , რომ იგი ნამდვილად გოლიათს ეკუთვნოდა.სამწუხაროდ, ეს ძვლები დღეს დაკარგულია, აბესალომ ვეკუას სიკვდილის შემდეგ გაქრა და არავინ იცის ახლა სად არის და როგორ ინახება. ფოტოზე ხედავთ აბესალომ ვეკუას გიგანტების ძვლებით ხელში. სამყაროში საკმაოდ ბევრი მოვლენაა ისეთი, რომელიც მითოლოგიურ წიაღში უფრო ღრმად გამოკვლევას საჭიროებს,რადგან მითოლოგია არის ყველაზე დიდი საგანძური თუკი მას დავუჯერებთ და ჩავთვლით , რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის ფანტაზიები არ არის და ყველაფერს აქვს საკმაო საფუძველი. ასე მაგალითად, არსებობს თეორია დედამიწაზე სამი რასის არსებობისა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გოლიათების რასაა. ამ თეორიის მიხედვით,დედამიწაზე პირველი რასა ასურების რასა იყო, რომლებიც არაფრით ჰგავდნენ ადამიანებს .ისინი ეთერული არსებები იყვნენ სხეულის გარეშე და ათასეული წლები ცოცხლობდნენ. მათ რასას გოლიათების რასასაც უწოდებდნენ , მხოლოდ იმიტომ რომ სიმაღლეში გოლიათების ტოლები იყვნენ. მითიური გადმოცემების მიხედვით ასურებს დედამიწაზე მხოლოდ სამი ქალაქი ჰქონდათ, დანარჩენი ქალაქები კი მიწისქვეშ არსებობდა.ასევე აღწერილია ომები ღმერთებსა და ასურებს შორის. რაც ერთგვარად ჰგავს ტიტანომახიას. დროთაგანმავლობაში, ევოლუციის შემდეგ ასურების რასა გარდაიქმნა ატლანტიდელთა რასად, რომელთაც შედარებით მკვრივი სხეული ჰქონდათ და სიდიდით ჩამოუვარდებოდნენ გოლიათებს. მითების მიხედვით, მათ ჰქონდათ მესამე თვალი , რაც როგორც ვიცით ციკლოპის მთავარი გარეგნული მახასიათებელია.ეს რასა ძალიან ჰგავს აღნიშნულ ნართების რასას. ამის შემდეგ ისინი ლემურიელთა რასამ ჩაანაცვლა , რომლებიც ფიზიკურად უფრო დაბლები იყვნენ.ამ რასაში ხდებოდა მესამე თვალის გაქრობა და ასევე სხვა ტელეპატიური ორგანოების. სწორედ ამ რასით იწყება ადამიანის იმ სახით ჩამოყალიბება, როგორიც დღეს არის, თუმცა მითების მიხედვით ლემურიელების რასის განვითარებას შვიდი ქვე რასის ეტაპობრივი განვითარება მოჰყვა და საბოლოოდ ადამიანად ჩამოყალიბება, რაც დროში ძალიან დიდი პროცესია. საბოლოოდ , ეს თეორიები, რომლებიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ფაქტებსა და ხალხთა მითოლოგიებზე დაყრდნობით, ასევე არტეფაქტები , რომლებიც უხვად მოგვეპოვება, ცხადი დასტურია იმისა, რომ გოლიათები ნამდვილად არსებობდნენ. თაობა ცვლა განპირობებული იყო ევოლუციით და ადამიანის შექმნის ხანგძლივი პროცესით. შემიძლია გავიხსენო კიდევ ერთი მტკიცებულება გიგანტების არსებობისა. ეს არის დაავადება ,,გიგანტიზმი” , რომელიც საკმაოდ იშვიათია და ამ დაავადების მატარებლებს ნამდვილად სწორად აქვთ სახელი შერჩეული.გიგანტიზმით დაავადებულები დღესაც არსებობენ და ბევრად აღემატებიან ჩვეულებრივ ადამიანს სიმაღლეში. რომ არა გენეტიკური ინფორმაცია , რა თქმა უნდა , ადამიანზე ბევრად დიდი ადამიანი არასდროს და არც ჩვენს რეალობაში არ იარსებებდა,მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და ახლა მხოლოდ ამ ფაქტების დაჯერებაღა დაგვრჩა.#საინტერესო #მითოლოგია #მსოფლიომითოლოგია #elysiumfields
+4
Akaki Siradze
Tbilisi · 1 year ago
ღვინო ხვანჭკარის სამშობლო 🍷
Headline
Tbilisi · 2 months ago
როგორ მუშავდება კორონავირუსის ვაქცინა
მეცნიერთა ვარაუდით, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო
როგორ მუშავდება კორონავირუსის ვაქცინა
მეცნიერთა ვარაუდით, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
Გაზგასამართი სადგურის აფეთქება თბილისში
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ
Გაზგასამართი სადგურის აფეთქება თბილისში
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ
პუბლი ცისტი
Tbilisi · 2 months ago
გაუმაძღარი რუსეთი ეპიდემიის დროს!
ქართველი ერი! მჭექარე ხმით შესძახებს ხოლმე და ქართველი პოლიტიკოსებიც.შემდეგ კამერა ითიშება, შუქი ქვრება და საკუთარ სოროში ბრუნდებიან. ქართველი მორწმუნე ერი! მჭექარე ხმით შესძახებს მაღალი ეშელონის საპატრიარქო პირებიც გამოთქვამენ საკუთარ აზრს. ისევ ითიშება კამერა, ითიშება შუქი და ისინიც სოროში ბრუნდებიან. ჩვენ, ქართველი ერი კი ვრჩებით მარტო იმ ყველაფრის წინაშე ,რისი გადატანაც მოგვიწევს და რა ? ჩვენი ბრალი არ არის? ჩვენ არ მივეცით ძალა პოლიტიკოსებს? თუ ჩვენ არ გავაკერპეთ ეკლესია ხატად ჩვენთვის? ოკუპაციას ვაპროტესტებთ.თუმცა ხშირად მხოლოდ სიტყვა პროტესტი გვესმის. და ვერ ვხედავთ მოქმედებას,რომელიც ამ სიტყვას გამოხატავს.თუმცა ,როგორ უნდა გააპროტესტო რაიმე,როდესაც დღე და ღამე მუშაობ და იღებ კაპიკებს.გრჩება კი დრო იმისთვის,რომ იფიქრო საერთო რა არის პროტესტი? რატომ ვაპროტესტებ? მინდა კი ის მე? დღესაც კი,როდესაც მთელი მსოფლიო ლპება ჩვენი მეზობელი,რომელსაც ქვეყანა გვამებით აევსო და კიდევ უფრო მეტი გვამებით აევსება,რადგან არ ფიქრობს საკუთარ ხალხზე, საზღვარს გვიწევს,რამდენად ამორალური საქციელია დააკვირდით! იმ დროს როცა ხალხი კვდება, ოჯახები ცარიელდება მათთანაც. მათი ხელისუფლება დგას და საზღვარს გვიწევს!ეს არ არის პოლიტიკა,ეს მარაზმია პოლიტიკას თავისი მიზანი აქვს,მაგრამ რა არის რუსეთის მიზანი ამ ქმედებით ? უფრო მეტი ტერიტორია ? მისი სიძლიერის დამტკიცება კავკასიაში? ნუთუ მათ შორის ვინც იმ რკინას ხელს კიდებს და საზღვარს აქეთ წევს არ შერჩენია სიყვარული ღმერთის და მისი ოჯახის და მითუმეტეს საკუთარი თავის ? .ქვე - ყანა არის რუსეთი და ქვე - ყანა არის ამერიკა,რადგან ორივეს ფეხებზე ვკიდივართ,რატომ მოგწონთ ხალხო ისინი იმიტომ,რომ თავისთან კარგი პოლიტიკა გაატარეს ? თქვენ ამით რა? ყოველი მეორე,რომ გამოვდექით და ანალიზს ვაკეთებთ ყველაფრის და ტვინიკოსები გავხდით. და იცით რა საქართველოც ერთი ყველაზე დიდი ქვე -ყანა გახლავთ,რადგან ვიძირებით, ვიხრჩობით, ვკვდებით, ვეღარ ვსუნთქავთ და ხალხს ის აწუხებს თუ,რატომ არ შეუძლია მანქანაში მძღოლის გვერდით დაჯდომა. ის აწუხებს როგორ მიაჭენებს ცხენს ვარკეთილში ვიღაცის ვიღაც და როგორ არ უნდა დაესწრო წირვას ! მიიხედ-მოიხედე მეგობარო ცხოვრობ იქ ,სადაც მორწმუნეზე მეტად ურწმუნოს უფრო სწამს.ფანატიკოსები გააღმერთეს და პასუხს ელიან რატომ ვცხოვრობთ ცუდადო.ბოროტ ადამიანებს ამდიდრებენ და იძახიან ეს რა თაობა მოდისო. მეძავის აზროვნებით მოძრავი ერი ვართ,რომელიც ერთმანეთს ჭამს და ობიექტურობას სამ ასოზე იკიდებს! მოგესალმებით მე პუბლიცისტი ვარ და ყოველდღეს გაჩვენებთ თუ როგორი კარგები ან ცუდები ხართ და ვართ მეც ამ სიბინძურის ნაწილი ვარ და არ გამოვყოფ ჩემს თავს,რადგან მეც იმავე ცოდვაში მიდგას ფეხი,რომელშიც შენ!გაჩვენებთ ნამდვილ გმირებს,რომლებსაც არ იცნობთ და გაჩვენებთ ვირთხებს,რომლებსაც აგმირებთ.მე შენში იმ აგრესიას გამოვიწვევ,რომელიც შეგცვლის და იცი რა ცვლილება უკვე დაიწყო!
ტური საქართველოში
Tbilisi · 2 weeks ago
ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია
ბარაკონის ტაძარი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. ისტორია ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იყო საერისთაო კარის ეკლესია, სადაც, აღსანიშნავია, რომ ორასი წლის წინ სასულიერო წიგნები იბეჭდებოდა. შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. მოგვიანებით გუმბათი გადაუხურავთ თუთიით, ამჟამად კი სპილენძის სახურავით არის გადახურული. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
Mariam Chabrava
Tbilisi · 2 days ago
ულამაზესი რაჭა
რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილი აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის და მისი შენაკადების ხეობაში. მას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდილოეთით- კავკას იონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა, დასავლეთით-სვანეთის მთები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევს რაჭის კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები,კურორტები,სამკურნალო და მინერალური წყლები, უგემრიელესი სამზარეულო.#news #goodplaces #რაჭა #spendyoursummeringeorgia #beautyTbilisi