13 votes
1 comments
0 shares
Save
10 views
Avto Kvaratskxelia
Zugdidi · 1 year ago

სქური


Avto Kvaratskxelia
Zugdidi · 1 year ago
Similar Posts
Avto Kvaratskxelia
Zugdidi, Georgia · 1 year ago
სქური🏕🏡🏕
Avto Kvaratskxelia
Zugdidi, Georgia · 1 year ago
სქური🏕⛰
Avto Kvaratskxelia
Zugdidi, Georgia · 1 year ago
ზუგდიდი
თეა ცანავა
Zugdidi, Georgia · 1 year ago
სქური💚
თეა ცანავა
Zugdidi, Georgia · 1 year ago
სქური💚
თეა ცანავა
Zugdidi, Georgia · 1 year ago
სქური-ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი💚
Avto Kvaratskxelia
Kveda Sakara, Georgia · 6 months ago
გზა თბილისისკენ
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha, Georgia · 1 week ago
სამოთხე და სამოთხის შვილი
ჯგალი ლაკადის ერთ-ერთი უმშვენიერესი სოფელია, რომლის სამხრეთით , 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ერთ-ერთი უნიკალური კურორტი – სქური. იგი სულ რაღაც 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მეტად მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სქურის ტერიტორიაზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი: ბუნების სილამაზე, მზის სხივების სიუხვე, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ბრწყინვალე მინერალური წყალი, რომელიც უამრავი დაავადების წამალია. განსაკუთრებულად ლამაზია სქურის ხეობა. მიმდებარე მდინარეები ნოლიმერი და წისქვილარა, რომელიც მდიდარია კალმახით. სიმწვანით გარშემოსილ და მდინარე-ნაკადულებოთ დაქსელილ სქურს ძალიან უყვარს სტუმრები. ზოგადად აქ სტუმართმოყვარე ადამიანები ვცხოვრობთ, მაგრამ თვითონ სქური იმდენად სტუმართმოყვარეა, მხოლოდ ერთხელ ვიზიტიც კი საქმარისია, მის აქტიურ მნახველად რომ გადაიქცეთ!#spendyoursummeringeorgia#SpendyoursummerinJgali Jgali P.S დღის ბოლოს ულამაზეს ვიდეოს შემოგთავაზებთ!#ხელოვნება #ჯანსაღიცხოვრება #მოგზაურობა #ახალიამბები
My Vision
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
უკვდავების წყალი
ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს ზღაპრები და გვახსოვს უკვდავების წყალზე წასული რაინდი, ან ფასკუნჯის ფრთებით მოტანილი წყლის წვეთები,რომელიც უცბათვე ასულიერებდა მომაკვდავს. მოსატანად ცხრა მთა უნდა გადაგევლო, ზუსტად ასეთი გრძნობა დამეუფლა როდესაც პირველად ამ ხეობაში მოვხვდი, იქნებ თქვენც გსმენიათ ან გინახავთ, სქურის ხეობა. სახელწოდება სქური ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას. ის ეგრისის ქედის განშტოებებით თარზენით და ბოგაშით არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან. სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია სქურის აღდგენილი ეკლესია სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, სენაკის ნაშთი.კურორტი სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით. (საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია)უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სქურის წყალმა 1920 წელს შეიძინა სამკურნალო წყლის სტატუსი 1940 წელს დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421). როგორც ცნობილია წყალი რომელიც ბუნებრივად ამოდის მიწიდან ,ძალიან ბევრი დასახელების დაავადებას კურნავს, სწორედ ამიტომ დავადათაურე, “უკვდავების წყალი”. ბუნებრივი სილამაზე ვფიქრობ ეს სილამაზე ადგილზე უნდა ნახო და შეიგრძნო. ##დაისვენესქურში#დაისვენესაქართველოში##myphoto ##სქური##წყალი ##წუარო
+7
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ტობავარჩხილის ტბები-სამეგრელოს მთებში ჩაკარგული ტბა!
ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა. ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში. მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურუს მწყემების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ ვარიანტთან შედარებით. ქვემოთ გთავაზობთ მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.