ქუთაისის მერიის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს

0
დღეს, 24 ივნისს ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მოქალაქეს მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ ფული მოსთხოვა: "გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თაღლითობა ქუთაისისმერია
KUTAISIDAILY
0