NASA უცხოპლანეტური ტექნოლოგიური ცივილიზაციების ძებნის პროექტს აფინანსებს

0
ჰარვარდის ასტრონომთა გუნდი სხვა ინსტიტუტების მეცნიერებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ისინი უცხოპლანეტური ცივილიზაციების ტექნოლოგიური ნაკვალევის ძებნას შეუდგებიან. ეს ამბავი აღნიშვნის ღირსი იმის გამოცაა, რომ ეს ინიციატივა 30 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ტიპის პროექტი გახდა, რომელიც NASA-მ დააფინანსა. "ჩვენ ტექნოლოგიების მიერ დატოვებულ ნაკვალევს ვეძებთ, იქნება ეს ატმოსფეროს ინდუსტრიული დაბინძურება, ქალაქების განათება, მზის პანელები, მეგასტრუქტურები თუ თანამგზავრთა გუნდები", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების ხელმძღვანელმა ავი ლოებმა.
#news
#science
#scientists
#nasa
#cosmos
#ახალიამბები
Tbilisi თბილისი
0