უმიზეზოდ სრულიად

0
უმიზეზორ სრულიად გამოვიდნენ დღეები მზის სხივები უჩუმრად მოეფინა მიდამოს. არაფერი გვაღელვებს, ყველაფერი რიგზეა უმიზეზოდ სრულიად თვალზე ცრემლი მიშრება. უმიზეზოდ სრულიად აციმციმდნენ მნათებნი ხვალაც ლამაზ ამინდებს გვპირდებიან ამრიგად. ზღვის ტალღები ნაკვალევს თამაშისას მიშლიან უმიზეზოდ სრულიად, გული, სევდით ივსება. უმიზეზოდ სრულიად აჭიკჭიკდნენ ჩიტები ერთმანეთში საუბრით მელოდიებს გვიქმნიან... ვიხედები ზეცისკენ, ცა კვლავ მელნის ფერია უმიზეზოდ სრულიად უშენობის სუნი დგას.
#ლექსები
#უმიზეზოდ
#ვარსკვლავებიანიღამე
#სიჩუმე
#მთვარე
#პოეზია
0