პომერანული შპიცი

0
? პომერანული შპიცები, შპიცების ჯიშის ძაღლების ოჯახის ყველაზე პატარა წევრია (ზომით). ამ ოჯახის წევრები არიან ალასკური მალამუტი, სამოედი, ნორვეგიული ელკჰაუნდი და ა.შ. სახელი - პომერანული ცენტრალური ევროპის რეგიონიდან მომდინარეობს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით პოლონეთს, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით გერმანიას ესაზღვრება.
წონა - 1.4-დან 3.2 კგ-მდე სიმაღლე - 18სმ-დან 30სმ-მდე სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12-16 წელი.
ამ პოსტით მინდა გაგაცნოთ ჩემი პატარა გოგო, რომელიც ასევე პომერანული შპიცია. სახელი - მელანია (მელო) ასაკი- 2 თვე წონა 880გრ ?? საინტერესო ფაქტები ? 1. პომერანული შპიცები კარგი კომპანიონები არიან. უცხო ადამიანის მოახლოევას პატრონს ყოველთვის ამცნობენ ყეფით. 2. დედოფალი ვიქტორიას საყვარელი ჯიში გახლდათ. ის მათი მოშენწბით იყო დაკავებული, ამასთანავე მან პირველმა გაიყვანა პომერანული შპიცი შოუ-გამოფენაზე. 3.ბავშვები ძალიან უყვართ, მაგრამ ლეკვისათვის თვითონ ბავშვი შეიძლება გახდეს საშიში, ვინაიდან ვერ საზღვრავენ რომ ტკენენ. 4.საკმაოდ მარტივად გასაწვრთბელი ჯიშია. 5. ზომის გამო ისინი ხშირად ხდებიან კატების ? არწივებისა და სხვა მონადირე ფრინველების სამიზნე. 6. პომერანულ შპიცებს, ე.წ. დიდი ძაღლის ხასიათი აქვთ. ხშირია სიტუაციები, როდესაც ისინი მათზე ბევრად დიდი ზომის ძაღლებს უყეფენ. აღსანიშნავია ის რომ პატარა ზომის ძაღლები თავიანთ მოცულობას ვერ აღიქვამენ, ამიტომ არიან შეუპოვრები ხოლმე ? 7. ძალიან ცნობისმოყვარე და სოციალურები არიან. უყვართ ადამიანებთან ერთად ყოფნა და თამაში. საკმაოდ დიდი ენერგიის მატარებლები არიან და თუ ზაფხულია პატრონის თითებს კბილების მოსაფხანათ იყენებენ ( ღმერთს მადლობა თითები რომ არ მძვრება, თორემ ყველას მომპარავდა ?) 8. პომერანული შიცი ერთ-ერთი ჯიშია, რომელიც მგელთან ახლო ნათესაური კავშირო აქვს (ყმუიან კიდეც ?) 9. თავდაპირველად პომერანული შპიცები გაცილებით დიდი ზომის იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მომშენებლებმა მათი პატარა ჯიშებად გამოყვანა დაიწყეს. 10. პომერანულ შპიცს ბევრი ბო-ს ეძახის. ბო სახელია ყველაზე პოპულარული ძაღლის, რომელიც სამხრეთ კორეაში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ბო ძმის გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიღუბა "გატეხილი გულით". დარდისაგან აღარ გაიღვიძა. პ.ს. ჩემი პაწუა შავი ხვრელივითაა, ყველაფერს ისრუტავს, სულ შია. ?❤
#ცხოველები
0