ქვეყნები, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

0
2019 წლის დეკემბერში, COVID-19-ით ცნობილი ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის ტერიტორიაზე გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი გლობალურ პანდემიად იქცა და დღესდღეობით ინფიცირების შემთხვევები უკვე მსოფლიოს 188 ქვეყანაში არის დადასტურებული. კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, რომლის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა ჰაერწვეთოვანი გზით - ლორწოს ან ნერწყვის საშუალებით ხდება. COVID-19-სგან თავდასაცავად, ჯანდაცვის სპეციალისტები, მეცნიერები და სახელმწიფოთა წარმომადგენლები მოქალაქეებისთვის უმთავრეს რეკომენდაციას გასცემენ - თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, ცალკეულ ინდივიდებს შორის ფიზიკური დისტანცირება იქნას დაცული. ჯონს ჰოფქინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9, 4 მლნ. ადამიანს შეადგენს; 4 მლნ. დაავადებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 482 000 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის რამდენიმე სახელმწიფო, სადაც COVID-19-ის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა:

კირიბატი (ოკეანეთი) მარშალის კუნძულები (ოკეანეთი) მიკრონეზია (ოკეანეთი) ნაურუ (ოკეანეთი) ჩრდილოეთ კორეა (აღმოსავლეთ აზია) პალაუ (ოკეანეთი) სამოა (ოკეანეთი) სოლომონის კუნძულები (ოკეანეთი) ტონგა (ოკეანეთი) თურქმენეთი (ცენტრალური აზია) ტუვალუ (ოკეანეთი) ვანუატუ (ოკეანეთი) მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #countries #coronavirus #report #case #territories #confirmed #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0