ვინ არის ადამიანი რომელიც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აშარჟებს ?

0
სულ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი სახელწოდებით Xatuna official. გვერდს დღევანდელი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ცხოვრება გადატანილი აქვს 30-40-60 წლებში და საკმაოდ სახალისო ფოტოებითა და სათაურებით აშარჟებს მათ.

საიდან მოვიდა გვერდის შექმნის იდეა ?

1. Xatuna official ორი მეგობრის პროდუქტია, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა. დათუნას პირბადეს ხათუნა დავაწერეთ, ამ ყველაფრის შემდეგ ინსტაგრამი გავაკეთეთ, რამდენიმე პოსტი დავდეთ და ჩვენთვის არაგლობალურად ვერთობოდით. ასე დაიწყო ყველაფერი. რამდენიმე საათში კი საზოგადოებრივი ინტერესიდან და გამომწერების რაოდენობიდან გამომდინარე მივხვდით რომ გაცილებით გლობალურ თემასთან გვქონდა საქმე.

იცნობთ თუ არა ამ ადამიანებს პირადად ?

2. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების 90%-ს ორივე ვიცნობთ :)

გიყვართ თუ არა მოდა ?

3. მოდა რა თქმა უნდა მიყვარს. ჩემი პროფესიის ნაწილია და საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ორივეს ამ საქმეში.

აპირებთ თუ არა ვინაობის გამხელას ?

4. ალბათ დადგება, მანამდე კი შევცდებით მაქსიმალურად გავაანგრძლივოთ ეს დრო. ვფიქრობთ რომ ასე უფრო საინტერესო და იდუმალუია Xatuna

მოგწონთ თუ არა წართველი დიზაინერები?

5. არიან ქართველი დიზაინერები რომლებიც მომწონს. ასე კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ

გაქვთ თუ არა რაიმე სამომავლო გეგმა გვერდთან დაკავშირებით?

6. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ამაზეც ბევრს ვერაფერს გეტყვით. შევეცდებით მაქსიმალურად პოზიტიურ ტალღაზე დავრჩეთ და ჯანსაღი იუმორი მოგაწოდოთ.
სტატია მოამზადა ხატია ბიბილურიძემ #მოდა
#ხელოვნება
#ქართულიმოდა #შარჟი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოდა
0