რაგბის სტადიონი ზუგდიდში.

0
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყება რაგბის მოედნის მშენებლობა. გიორგი შენგელია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : “რაგბის სტადიონის მშენებლობა ხორციელდება „ქართუს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტისთვის მოსკოვის ქუჩაა გამოყოფილი. იქნება როგორც ძირითადი სტადიონი, ასევე სათადარიგო სტადიონი და სასტუმრო კომპლექსი, რომელიც იქნება სტუმრების მისაღებად. პროექტი რამდენიმე დღეში დაიწყება და 18 თვეში დასრულდება.“ სატადიონი 5000 მაყურებელზეა გათვლილი. მოედანი პუშკინის და მოსკოვის ქუჩების სიახლოვეს აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. ზუგდიდელი მორაგბეები რამდენიმე წელია რაგბის სტადიონის აშენებას ითხოვენ, მათ რთულ პირობებში უწევდათ ვარჯიში, საბოლოოდ კი ზუგდიდის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რაგბის სტადიონის მოწყობასთან დაკავშირებით. #ზუგდიდი #რაგბისსტადიონი #ზუგდიდისმერი #მშენებლობა #ქართუ #რაგბიჩვენითამაშია #zugdididaily
0