ზოდიაქოს თანავარსვლავედის მეოთხე ნიშანია. მისი სტიქია წყალი და მმართველი პლანეტა მთვარე განსაზღვრავენ კირჩხიბების მთავარ მახასიათებელს – იდუმალებას. გარშემომყოფები მათ აღიქვამენ, როგორც რთულ ნატურებს, იდუმალებით მოცულსა და არალოგიკურს. ამას გარდა, გარეგნული სიცივის მიღმა ხშირად ფაქიზი, მგრძნობიარე ნატურა იმალება. ზოდიაქოს არც ერთი ნიშანი არ ეპყრობა გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს კირჩხიბზე სერიოზულად.
კირჩხიბებს ხასიათის ხშირი ცვალებადობა ახასიათებთ. ისინი ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, რომელსაც ძლიერი ინტუიცია გააჩნია. ისინი ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას, არ ისწრაფვიან საჯაროობისკენ და ემოციურად დაუცველნი არიან. ამასთან, რომანტიკულად განწყობილი კირჩხიბები ხანდახან ნამდვილ ტირანებად და მესაკუთრეებად იქცევიან ხოლმე. როგორც წესი, ეს ტიპური ქცევაა იმ კირჩხიბებისა, რომლებიც მტრული გარემო სამყაროს გამო იტანჯებიან. ისინი აფასებენ კომფორტს, ფუფუნებას, დახვეწილ გარემოს, არიან იშვიათი ჰედონისტები. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება - იშვიათად რისკავენ, მოქმედებენ ფრთხილად და არ უყვართ, როცა რაიმეს გაკეთებას აიძულებენ.
კირჩხიბი ზოდიაქოს ის იშვიათი ნიშანია, რომელიც ორ ტიპად იყოფა - ლიდერები და ტანჯულები. პირველ ტიპს განეკუთვნებიან გულუხვი, კეთილშობილი, პოპულარული, მხიარული ადამიანები. მეორე ტიპს კი - ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან შთაბეჭდილებებითა და წარმოსახვით, რომლებიც მათ ობიექტურ რეალობას უცვლის. ასეთნი არიან კირჩხიბები - შფოთვისა და შიშის მსხვერპლნი, რომლებიც გვერდს უვლიან პოტენციურ პრობლემასაც კი. ხანდახან ისინი ძალზე ეგოცენტრული და თავის თავში შეყვარებული არიან. ზოგადად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მაღალ შეფასებას აძლევენ საკუთარ თავს, დამოკიდებული არიან გარშემომყოფების შეფასებაზე - გამოიყურებიან თუ არა ისინი მათ თვალში ავტორიტეტულად, კარგად მოჩანს თუ არა მათი დიდება და ჯილდოები - სწორედ ამიტომ რეაგირებენ კირჩხიბები ასე მტკივნეულად მარცხსა და კრიტიკაზე.