Lalage - მცენარეების მაღაზიის ამბავი

0
მარჯანიშვილზე ხშირად მიწევს სეირნობა, დღითი-დღე ახალ, საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ. ამ პოსტს მცენარეების დამალულ მაღაზიას დავუთმობ ?
როგორც ინტერიერის დიზაინერს, ხშირად მიწევს მცენარეებთან ურთიერთობა, მათი ძებნა, შესწავლა და გარემოსთვის იდეალურად მორგება ? მცენარეები ინტერიერის განუყოფელი ნაწილები არიან, ისინი აცოცხლებენ, ახალისებენ და ხშირად რადიკალურად ცვლიან გარემოს. დადებითად მოქმედებენ ადამიანის განწყობაზე ?
რამდენიმე დღის წინ ილიას/ვარდების ბაღში მიმალული ძალიან ლამაზი ზურმუხტისფერი ნაგებობა აღმოვაჩინე, შემჩნევა ცოტა რთულია, ისედაც მდიდარ ბაღს მაღაზია იდეალურად ერწყმის ?
ლალაჟი 2017 წელს გაიხსნა, საოცრად ყურადღებიანი სტაფისა და გამოცდილი მებაღეების დახმარებით შეძლებთ უფრო მეტი გაიგოთ მცენარეებზე, მებაღეობაზე და თქვენთვის საყვარელი მცენარე იპოვოთ ?
ინტერიერიც შენობასავით განსაკუთრებული აქვთ: დიდი სივრცე, მშვიდი გარემო, ჰარმონიულად განაწილებული ავეჯი და მცენარეები ✨ მაღაზიის საოცრად მყუდრო აურა სასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებს. აუცილებლად გირჩევთ სტუმრობასა და თქვენი მცენარის პოვნას ამ ჯადოსნურ მაღაზიაში.
?ლოკაცია -
Marjanishvili
Davit Aghmashenebeli Ave
ილიას ბაღში
? ფოტოები - მარიამ თოფურია
#საინტერესოადგილი
#ხელოვნება
#მცენარე
#მცენარეები
#მაღაზია
#მოგზაურობა
#თბილისი
#მარჯანიშვილი
#ასტროლოგია
#დიზაინი
#ინტერიერი
#ესტუმრე
#საინტერესო
#ლოკაცია
#რეკომენდაცია
0