ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020-2021 სასწავლო წელს მიიღებს.
ქუთაისის საერთაშორისო კამპუსი ქუთაისის ცენტრთან ახლოს შენდება. კამპუსი 150 ჰექტარზეა გაშენებული და გარშემორტყმულია ბიო მრავალფერვანი ტერიტორიით.
ქუთაისის უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ზედგენიძე "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს:
"ხშირად მეკითხებიან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე. სად იცხოვრებენ სტუდენტები? სად იცხოვრებს აკადემიური პერსონალი? სად და როგორ გარემოში ჩატარდება მენეჯმენტის და სხვა პროგრამები? და ა.შ.
ჰოდა, აი აქ და ამ გარემოში იქნება ეს ყველაფერი. ეს კი, მხოლოდ პირველი ფაზაა, რომელიც მზადააა მიიღოს სტუდენტთა პირველი ნაკადი ახლა - სექტემბერში. მიხარია!"
KIU-ს კამპუსი სტუდენტების და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტრო ტრანსპორტს, ველობილიკებს მოიცავს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას განუმეორებელს ხდის.
უნივერსიტეტის მიზანი რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად გახდომაა.
KIU სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, ასევე შესთავაზებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობებს. მთავარი ამოცანა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადებაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.
ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში "ფონდი ქართუმ" ინვესტიციის სახით ერთ მილიარდ ევროზე მეტი ჩადო.
#kutaisidaily
#ქუთაისი
#KIU
#ქუთაისისსაერთაშორისოუნივერსიტეტი
#განათლება
#ახალიამბები