შპს „თბილისი ენერჯის“ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა

1
♨️ შპს „თბილისი ენერჯის“ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა. ? სემეკმა განიხილა შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნების შეუსრულებლობის საკითხი. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „მმს გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის შეწყვეტა მოხდა „მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დარღვევით. ⭕️ შპს „თბილისი ენერჯის“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში შესაძლოა დაჯარიმდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ? ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა.
###სემეკი
###როცაბალანსიდაცულია
###თბილისიენერჯი
###ახალიამბები
1