რა შენობაა გამოსახული ფოტოზე ?

0
თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს მიხაილოვის (ახლ. აღმაშენებლის) ქუჩაზე N 150. აღსანიშნავია, რომ 1899 წლის დეკემბერში ი. სტალინი მუშაობას იწყებს თბილისის ობსერვატორიაში დამკვირვებელ-გამომთვლელად. სტალინი ობსერვატორიის მახლობლად მიდგმულ ფიცრულ ბინაში ცხოვრობდა. აქვე მის გარდა ცხოვრობდნენ ვ. კეცხოველი (ლადო კეცხოველის უმცროსი ძმა) და ვ. ბერძენიშვილი, რომლებიც აგრეთვე მუშაობდნენ ობსერვატორიაში. ობსერვატორია თბილისის ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის კონსპირაციულ ცენტრად გადაიქცა. ამ ჯგუფში შედიოდნენ ი. სტალინი, ა. წულუკიძე, ლ. კეცხოველი. ს. ჯიბლაძე, მუშები – მ. ბოჭორიძე, ზ. ჩოდრიშვილი, ვ. სტურუა და სხვები. ხელმძღვანელ ცენტრალურ პარტიულ ჯგუფს მუშაობაში დახმარებას უწევდნენ რუსეთიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლებული რევოლუციური სოციალ-დემოკრატები ვ. კურტანოვსკი, მ. კალინინი.
0