ლიპის ტბა

0
ლიპის ტბა ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლიპში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე. ტბას ძალიან ლამაზი შემოგარენი აქვს, ის მინდვრებით, სერებითა და დაბალი ტყეებითაა გარშემორტყმული. მოლივლივე ტბა და გაშლილი სივრცეები მშვენიერ სანახაობას ქმნის. ეს ადგილი მოხერხებულია საპიკნიკედ, მცირე გასვლებისთვის. ტბასთან საკარვე ადგილსაც ადვილად იპოვნით. ლიპის ტბა თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. თუკი მეგობრებთან ერთად ბუნებაში განტვირთვა გსურთ ლიპი ამისთვის ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების ეკლესიები.
0