3 მდედრობითი სქესის ანიმე პერსონაჟი რომელიც საკუთარ სერიალს იმსახურებს

0
ანიმეებში ხშირად გვხვდება ისეთი პერსონაჟი, რომლებიც ძალითა და შესაძლებლობებით ბევრად აღემატებიან მთავარ გმირს. ასევე მათი პიროვნულობა ისეთ დონეზეა აყვანილი რომ ისინი იმსახურებენ საკუთარ ანიმე სერიალებს. დღეს მე ვისაუბრებ მდედრ პერსონაჟებზე რომლებიც ჩემს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და ნამდვილად იმსახურებენ საკუთარ სერიალს.

Erza Scarlet - fairy tail

ერზა სკარლეტი ფერიის კუდის პერსონაჟია, თითქმის მთელი ანიმეს განმავლობაში ის სხვა პროტაგონისტებზე ძლიერია და მარტივად შეუძლია მათი დამარცხება. ერზას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს და ნამდვილად იმსახურებს საკუთარ სერიალს

Mikasa ackerman - shingeki no kyojin

მიკასა აკერმანი არის ადამიანი რომელიც საბრძოლო შესაძლებლობებით ბევრად აღემატება მის ჯგუფის წევრებს და თითქმის ლივაის დონეზეც კი არის. ის ერენთან მხოლოდ სენტიმენტების გამო ჩერდება, თუმცა, ამის მიუხედავად შესაძლებელია მასზე ცალკე სერიალის გადაღება. დავამატოთ ისიც რომ მოქმედება შუასაუკუნეების სტილის სამყაროში ვითარდება სადაც ყველგან ტიტანები არიან, საინტერესოა არის თუ არა სხვა დასახლებული ადგილები რომლებიც ანიმესა და მანგაში არ გამოჩენილა. თუ ამ კითხვაზე პასუხი კია, მაშინ ასევე საინტერესო იქნებოდა მიკასას მოგზაურობა მსგავს ადგილებში.

Ochaco Uraraka - boku no hero academia

ერზასა და მიკასასგან განსხვავებით ურარაკას არ გააჩნია მთავარ გმირზე უფრო ძლევამოსილი ძალა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის არ იმსახურებს საკუთარ პერსონაჟს. მისი და მისი ოცნებების სისუსტის მიუხედავად, ოჩაკო მაინც საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია, ის ყოველთვის გვერდში უდგას მეგობრებს და ცდილობს მათ დახმარებას. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ჩემი საგმირო აკადემიის სიუჟეტი მიმდინარეობს სუპერძალებით დაჯილდოვებულუ ხალხით სავსე დედამიწაზე, ამიტომ ურაჰარასთვის ცალკე სერიალის მიძღვნა ლოგიკურიც კი იქნებოდა. ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ისიც რომ ანიმე ჯერ კიდევ ონგოინგია (ანუ გამოშვების პროცესშია) და არ ვიცით რა სახის განვითარება ექნება ურარაკას.
0