ნახევარზე მეტი ვაკანტური ადგილი მარნეულის საჯარო სკოლებში

0
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ამ ეტაპზე, 1657 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. მუნიციაპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში სულ 3 182 ადგილია. მონაცემები განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. არის ისეთი სკოლები, სადაც მოსწალეთა მიღების ლიმიტი უკვე შევსებულია: სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა (25 მოსწავლე - ქართული სექტორი), მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა (60 მოსწავლე - ქართული და რუსული სექტორი), მარნეულის N5 საჯარო სკოლა (75 მოსწავლე - ქართული სექტორი), მარნეულის N6 საჯარო სკოლა (150 მოსწავლე - ქართული და რუსული სექტორი), თაქალოს საჯარო სკოლა (30 მოსწავლე - აზერბაიჯანული სექტორი). მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
#სკოლა
#ვაკანტურიადგილი
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო: რადიო მარნეული
#ახალიამბები
0