ცვლილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

0
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. მისი განცახდებით, ისინი ეცდებიან, რომ საარჩევნო ოლქების რაოდენობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთის შექმნილ სამაჟორიტატო ოლქების რაოდენობას დაემთხვეს. “გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის შეიქმნება 3 სამაჟორიტარო ოლქი, ჩვენც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტართა რაოდენობა შემცირდეს 3 მაჟორიტარამდე და საარჩევნო ოლქების რაოდენობა დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთის შექმნილ სამოჟირატორო ოლქების რაოდენობას და საზღვრებს. ” - განაცხადა დავით გაბაიძემ
#აჭარა
#უმაღლესისაბჭო
#არჩევნები
#ახალიამბები
BatumiDaily
0