სარწყავი წყალი, გაზი და გზა - სოფელ ილმაზლოს მოუგვარებელი პრობლემები

0
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში ბუნებრივი აირის, სარწყავი წყლის და გზის პრობლემა წლებია არ მოგვარებულა. ილმაზლოელების თქმით, მათთვის მთავარი საკითხები ბუნებრივი აირი და სარწყავი წყალია. ბუნებრივი აირის არარსებობის გამო მოსახლეობას შეშის ღუმელისა და ელექტროენერგიის გამოყენება უწევს. ზოგიერთი მოსახლე გაზის ბალონებსაც იყენებს. გაზის ბალონის დაცლის შემთხვევაში მოსახლეობას სპეციალური ავტომობილის გამოძახება უწევს, რომლის მეშვეობითაც გაზს ტენიან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი სოფელში ასვლას ვერ ახერხებს, მოსახლეობას გაზის ასაღებად მარნეულში ჩამოსვლა უწევს. „გარშემო სოფლებში ყველგანაა ბუნებრივი აირი, მაგრამ ჩვენთან არაა. როდემდე გამოვიყენებთ შეშას და ელექტროენერგიას? ჩვენც გვინდა, რომ გაზი გვქონდეს. დაპირებებს ხშირად იძლევიან, მაგრამ არ ასრულებენ“ - ამბობს ილმაზლოელი კაცი 60 წლის მირზალი მეჰდიევი სოფელ ილმაზლოში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ დღემდე სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს არ ყოფილა. იმედოვნებს, რომ გაზი ოდესმე მათ სოფელშიც შევა. "ილმაზლო დიდი სოფელია და აქ არ უნდ აიყოს გაზი? ჩვენი ფული არ ითველება ფულად? მარტში გვითხრეს, რომ გაზი იქნებაო. 3 დღის განმავლობაში მშიერები ვრჩებით ხოლმე. ელექტრო ენერგია კი ბევრს წერს. ბალონს ვყიდულობ და რატომ უნდა ვიყიდო როცა მივედით "ქართული ოცნების" ოფისში მითხრეს, თივით გამოცხობილი პური გემრიელიაო და მაშინ თვითონ აცხონ ასე პურები" - გვითხრა ილმაზლოელმა ქალმა ილმაზლოელებისათვის პრობლემურია სარწყავი წყლის საკითხიც. 20 წელზე მეტია, რაც სოფელში სარწყავი წყლის სისტემა მოწყობილი არაა. მოსახლეობა ამბობს, რომ სარწყავი წყლის არარსებობის გამო, იძულებულები ხდებიან, რომ მოსავალი ონკანის წყლით მორწყან. "სარწყავლი წყალი არაა, ონკანის წყლით ვრწყავთ მიწას. არ შეიძლება ასე, მიწა მარილით გათეთრდა. ეს ადგილები სარწყავი წყლით უნდა ირწყვებოდეს და არა ონკანის წყლით" - ამბობს ილმაზლოელი ქალი მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ სოფლის გაზიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კომპანია „სოკარმა“ უკვე აიღო ნებართვა სოფელ ილმაზლოში გაზის გაყვანისათვის და სამუშაოებიც, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. რაც შეეხება გზების პრობლემას, მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წელს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფელ ილმაზლომდე მისასვლელი გზის დაგება განხორციელდა, ხოლო სოფლის შიდა გზების მოწესრიგებისათვის 2020 წლის ბიუჯეტში თანხები გამოყოფილი არაა. წყარო ; რადიო მარნეული
#სოფელიილმაზლო
#მოუგვარებელიპრობლემები
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0