თურქეთში დასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ

0
პირები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველ დღე გადადიოდნენ საზღვარზე, ასევე, თურქეთში სეზონურად დასაქმებულები, 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. აჭარაში ასეთი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, დაახლოებით 30 ათასი ადამიანია. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საბოლოო, ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, თუმცა როგორც მისთვის არის ცნობილი, საკითხმა ყველა ეტაპი გაიარა: „ორ ვარიანტზე იყო საუბარი, ერთი ყოველდღიურ დასაქმებულებზე, ვინც ყოველ დღე კვეთდა საზღვარს და მუშაობდა და სეზონურად დასაქმებულები – ვინც გადადიოდა ერთი თვით და მეტი პერიოდით სამუშაოდ. მე როგორც დამიდასტურეს, ორივე ვარიანტი იქნა გათვალისწინებული“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. საზღვარს პანდემიამდე ასობით ადამიანი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებსა და მომსახურების სფეროში მუშაობდნენ, ასევე, სეზონზე ჩაის და თხილს კრეფდნენ. კომპენსაციის მოთხოვნით თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს.
#ახალიამბები
0