3 votes
comments
53 shares
Save
როგორ შეიცვალა თბილისში ბინის გაქირავების ფასები 3 თვეში
9370 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ლოქდაუნის პერიოდში დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში გასაქირავებელი ბინების ღირებულება მცირედით შემცირდა.

შემცირება შეეხო ფაქტობრივად, ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ბინებსაც.

SS.ge-ს კვლევის თანახმად, პანდემიის პერიოდში დედაქალაქში ბინის გაქირავების ფასი ხშირ შემთხვევაში შემცირდა. მაგალითად, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში 1-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი საშუალოდ 537 ლარს შეადგენდა, მაისში მისი ფასი 471 ლარამდე ჩამოვიდა.

როგორც SS.ge-ს კვლევა აჩვენებს, მარტიდან მაისამდე 1-ოთახიანი ბინის გაქირავებაზე ფასი თითქმის ყველა უბანში შემცირდა. კერძოდ, გლდანი-ნაძალადევში 6 ლარით, ვაკე-საბურთალო - 56 ლარით, ისანი-სამგორი - 57 ლარით, ხოლო ძველ თბილისში - საშუალოდ 210 ლარით შემცირდა.

რაც შეეხება 2-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასს, 1-ოთახიანების მსგავსად საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ტიპის ბინის ფასიც შემცირდა. როგორც SS.ge-ს კვლევაშია აღნიშნული, დიდუბე-ჩუღურეთში ბინის გაქირავების ფასი 175 ლარითაა შემცირებული. გლდანი-ნაძალადევში - 24 ლარით, ვაკე-საბურთალო - 105 ლარით, ისანი-სამგორი - 91 ლარით, ხოლო ძველ თბილისში - საშუალოდ 120 ლარით შემცირდა.

SS.ge-ს კვლევის მიხედვით, ბინის გაქირავებაზე ფასის შემცირება თითქმის ყველა ტიპის ბინას და უბანს შეეხო. თუმცა როგორც კვლევაში გამოიკვეთა, გაქირავების ზრდა მხოლოდ ერთ უბანში ფიქსირდება და ისიც მხოლოდ 3-ოთახიან ბინებზე. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პენდემიის დასაწყისში 3-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი 1 244 ლარი იყო, მაისში ეს ფასი 1 408 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება 3-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასის ცვლილებას სხვა უბნებში ასე გამოიყურება: გლდანი-ნაძალადევში ფასები 74 ლარით შემცირდა, ვაკე-საბურთალოს რაიონში - 45 ლარით, ისანი-სამგორში - 212 ლარით, ძველ თბილისში - 173 ლარით.

როგორც კვლევაში გამოიკვეთა, ლოქდაუნის პერიოდში ბინის გაქირავებაზე ფასები თითქმის ყველა მოცულობის ფართზე შემცირდა. რეალტორები პანდემიის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, უძრავ ქონების ბაზარზე კრიზისი, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ აისახება. ლოქდაუნის პერიოდში გაჩერდა ეკონომიკის ბევრი სექტორი, დასაქმებულების ნაწილმა ან სამსახური დაკარგა, ან დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა. შესაბამისად, ისინი, ვინც დედაქალაში ქირით ცხოვრობდნენ, იძულებულები გახდნენ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში ან სოფელში დაბრუნებულიყვნენ. შემცირებული მოთხოვნის შედეგად კი გაქირავების ფასები მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
3
Write a comment
53