პლატფორმა სალამმა და ახალგაზრდულმა კავშირმა ეისითიმ ოფიციალური წერილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების

0
პლატფორმა „სალამმა“ და ახალგაზრდულმა კავშირმა „ეისითი“-მ ოფიციალური წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს, სოფიო გორგოძეს. მათი მთავარი მოთხოვნა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის, კერძოდ კი პროფესული უნარების ტესტების გადათარგმნაა, რაშიც დახმარების მზაობას თავადვე გამოთქვამენ. როგორც „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელნურ ალიევი ამბობს, სასერტიფიკაციო გაომცდა ერთგვარად არათანაბარ პირობებს ქმნის მაშინ, როდესად საგნის გამოცდის ჩაბარება არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს იმ ენაზე შეუძლით, რა ენაზეც მიდის სკოლაში სწავლება, ხოლო პოფესიული უნარების ტესტები მხოლოდ ქართულ ენაზეა შედგენილი. „კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა არის ძალიან მიშვნელოვანი მასწავლებლისთვის. მაგას რომ აბარებენ, შესაბამისად, ხელფასის ოდენობაც იზრდება და კონკურენტუნარიანიც ხდება. მაგალითად, თუ მასწავლებელს არ აქვს სერტიფიკატი, ის მასწავლებელი ჰაერშია და ვინმე სხვა რომ მოვიდეს სკოლაში სერტიფიკატიანი მაგას გაუშვებენ სამსახურიდან. არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში, მასწავლებლებს აქვთ უფლები საგანი ჩააბარონ იმ ენაზე რა ენაზედაც არის სწავლება. თუ მე აზრბაიანულ სკოლაში ვასწავლი ქიმიას ან ბიოლოგიას, შესაბამისად აზერბაიჯანულ ენაზე ვაბარებ ტესტს, მაგრამ პროფესიული უნარების გამოცდა ქართულ ენაზეა. მაგრამ მე თუ კითხვას ვერ გავიგებ, რანაირად ვუპასუხებ. თუ საგნის გამოცდა არის აზერბაიჯანულად ან სომხურად, მაშინ პროფესიული უნარები რატომაა ქართულად, ეს ცოტა ალოგიკურია. მასწავლებლებშიც არის უთანასწორობის განცდა. ჩვენ შეთავაზეთ, (გამოცდების ეროვნულ ცენტრს) რომ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ ტესტების თარგმნა“ მარნეულის არაქართულენოვანი სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება სწორედ ენობრივი ბარიერის გამო ვერ მოახერხა. "შარშან გამოცდაზე გავედი, კითხვები ქართულად იყო, მაგრამ პასუხები აზერბაიჯანულად დავწერეთ. ჩვენს ენაზე რომ ითარგმნებოდეს ტესტები კარგი იქნება. ენა რომ არ ვიცით, ეს ჩვენთვის პრობლემაა. წაკითხვა-გააზრება და პასუხის გაცემა არ შეგვიძლია. ქართულად რომაა ვერ ვასწრებთ წერას, დროც არ გვყოფნის. ისეთი სიტყვებია ხოლმე მაგის პასუხი აზერბაიჯანულადაც არ ვიცით. ქართულად როგორ ვუპასუხებთ. არაქართულენოვან სკოლებში ქართულის მასწავლებლების გარდა, ქართული არავინ იცის კარგად, დაბალ დონეზე იციან. ჩვენს ენაზე რომ იყოს, გაგვიადვილდებოდა გამოცდის ჩაბარება“ - ამბობს პედაგოგი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ. ითარგმნება თუ არა პროფესული გამოცდის ტესტები, პასუხი წესით 15 სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.
#სალამი
#გამოცდებისეროვნულიცენტრი
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო: რადიო მარნეული
#ახალიამბები
0