თბილისში ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად ხვალ, 7 ოქტომბერს 11 საათიდან კანცელარიის შენობასთან, ინგოროყვას ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, გალის რაიონში მცხოვრებმა ირაკლი ბებუამ 27 სექტემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშა დაწვა.
ბებუამ ამ გზით გამოხატა სამოქალაქო პროტესტი ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
საპროტესტო აქტის შემდგომ საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ირაკლი ბებუა დღემდე სოხუმის ციხეში იმყოფება და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი საფრთხე ემუქრება - ადგილობრივები ბებუას ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. ქართული მხრიდან, სუსის ერთჯერადი განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არაა - “ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმს შეწირული ადამიანების სახელები. “
“7 ოქტომბერს, საქართველოს კანცელარიის შენობასთან, 11 საათზე გაიმართება სამოქალაქო აქტივისტების მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეასრულონ საკუთარი პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულება, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.”
აქციის ივენთი:
სტატიაზე იმუშავა: მარიამ თოფურიამ / მომო
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #გალი #აქტივისტი #დროშა #დროშისდაწვა #პროტესტი #აფხაზეთისაქართველოა
#რუსეთიოკუპანტიაstoprussia
#რუსეთიოკუპანტია
#დაიცავი #გხედავთ